» » კოვაჩი პირადი მაგალითით მუხტავს

კოვაჩი პირადი მაგალითით მუხტავს

5-სექ-2018, 19:13
0282
ბუნდესლიგის ახალი სეზონის საწყის ორ მატჩში "ბავარიელებმა" ექვსი გოლის გატანა შეძლეს. იმ მიზნით რომ კიდევ უფრო გააუმჯობესონ, არსებული სტატისტიკა, ოთხშაბათს გამართულ ვარჯიშზე ნიკო კოვაჩმა აიძულა თავის მოთამაშეები, ეასპარეზათ მოედანზე, სადაც ერთდროულად რვა კარი იყო განთავსებული. თავისთავად სერჟ გნაბრი და კომპანია აღფრთოვანებულნი იყვნენ ასეთი სავარჯიშო პროცესით.

მეკარეებს, სვენ ულრაიხსა და რონ-ტორბენ ჰოფმანს მინდვრის მოთამაშეები დიდ იმედგაცრუებაში აგდებდნენ, როდესაც მათ კარებში, ერთი-მეორეზე მიყოლებით იტანდნენ გოლებს. ამ ვარჯიშის შემხედვარე გულშემატკივრები, ადგილზე მისვლას ნამდვილად არ ინანებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ "ბავარიელთა" უმეტესობა ეროვნულ ნაკრებებშია გამოძახებული.

კადრების დეფიციტის გამო, ძმები კოვაჩები იძულებულნი გახდნენ საქმეში თავადაც ჩართულიყვნენ. მათ თვალსაჩინოდ მოახდინეს დემონსტრირება იმისა, რომ ადრინდელი უნარები ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ.
კოვაჩი პირადი მაგალითით მუხტავს
3

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..