» » "ბაიერნის" ჩემპიონთა ლიგის განაცხადი ცნობილია

"ბაიერნის" ჩემპიონთა ლიგის განაცხადი ცნობილია

5-09-2018, 23:02 lewana სიახლეები / მთავარი ამბები 1

გასულ კვირას ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის წილისყრასთან ერთად მიუნხენის ბაიერნმა იმ მოთამაშეთა სია წარადგინა, რომლებიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას. რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა 32 კაციან განაცხადზე შეაჩერა არჩევანი, რომელთაგან თითოეულ შეხვედრაში 18 ფეხბურთელს აარჩევს.

"ბაიერნის" ჩემპიონთა ლიგის განაცხადი:

მეკარეები: მანუელ ნოიერი(1), სვენ ულრაიხი(26), კრისტიან ფრიუხტლი(36)*, რონ-ტორბენ ჰოფმანი(39)*.

მცველები: ნიკლას ზიულე(4), მატს ჰუმელსი(5), რაფინია(13), ჟერომ ბოატენგი(17), დავიდ ალაბა(27), მაქსიმე ავუდია(30)*, ლარს ლუკას მაი(33).

ნახევარმცველები: ტიაგო ალკანტარა(6), ფრანკ რიბერი(7), ხავი მარტინესი(8), არიენ რობენი(10), ხამეს როდრიგესი(11), ლეონ გორეცკა(18), ვუ-იონგ ჟონგი(20), სერჟ გნაბრი(22), ჯონათან მაიერნი(23)*, კორენტინ ტოლისო(24), პაულ ვილი(28), კინგსლი კომანი(29), იოშუა კიმიხი(32), ოლივერ ბატისტა მაიერი(34)*, რენატო სანჩესი(35), მერიტან შაბანი(37)*, მაქსიმილიან ფრანცკე(40)*.

თავდამსხმელები: სანდრო ვაგნერი(2), რობერტ ლევანდოვსკი(9), ტომას მიულერი(25), ფრანკ ევინა(38)*.

* სიმბოლოთი მონიშნული ფეხბურთელები განეკუთვნებიან B სიას, რომლებიც ნებისმიერი მატჩის დღეს შეიძლება შეიცვალნონ.
1
0

-ss- (6 სექტემბერი 2018 00:09)

ევინას თამაში გაქვთ ვინმეს ნანახი?
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.