» » Goal: ტონი კროოსი ლეროი სანეს შესახებ საუბრობს

Goal: ტონი კროოსი ლეროი სანეს შესახებ საუბრობს

6-09-2018, 10:13 -ss- სიახლეები 0

Goal: ტონი კროოსი ლეროი სანეს შესახებ საუბრობს
გერმანიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსი, მანჩესტერ "სიტის" რიგებში მოასპარეზე შემტევის, ლეროი სანეს შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, იოჰიმ ლიოვმა საფრანგეთის და პერუს ეროვნულ გუნდებთან გასამართი მატჩისათვის, ზემოხსენებული ფეხბურთელიც გამოიძახა. ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, კროოსმა აღნიშნა, რომ სანეს შეუძლია მსოფლიო დონის მოთამაშე გახდეს, თუმცა ამისათვის საკუთარ თავზე დაუღალავი მუშაობა მართებს.

"მას შეუძლია მსოფლიო კლასის მოთამაშე იყოს, მაგრამ ამისათვის სანეს ესაჭიროება გვერდზე მყოფი ადამიანები, რომლებიც პერიოდულად ეტყვიან თუ რა არის გასაკეთებელი და როგორ უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. სწორედ ამას აკეთებს ახლა გვარდიოლა, რომელმაც გუნდის განაცხადში არ შეიყვანა სანე. მას მისი პროვოცირება სურს. ხანდახან მექმნება შთაბეჭდილება, რომ მისთვის სულერთია მოვიგებთ თუ წავაგებთ. ვფიქრობ თუ იგი საჭირო კონდიციებს მიაღწევს, მაშინ ნაკრებისათვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელიც გახდება."-ციტირებს ტონი კროოსის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.

გერმანიის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩის ეგიდით, 6 სექტემბერს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს - საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.