» » ზაიფერტი: ამ გზით სიარულს არ ვაპირებთ

ზაიფერტი: ამ გზით სიარულს არ ვაპირებთ

6-09-2018, 10:40 -ss- სიახლეები 0

ზაიფერტი: ამ გზით სიარულს არ ვაპირებთ
ბუნდესლიგის პრეზიდენტმა კრისტიან ზაიფერტმა გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით გასამართი მატჩები ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარდეს. შეგახსენებთ, სულ რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის პრიმერა-დივიზიონის შეხვედრა, "ხირონასა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის, შესაძლოა პირველი მატჩი იყოს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჩატარდება, კერძოდ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

"ჩვენ არასდროს არ ჩავატარებთ ბუნდესლიგის მატჩებს, გერმანიის ფარგლებს გარეთ. ამ გზით სიარულს არ ვაპირებთ. ჩემი აზრით, ეს საქციელი არ იქნებოდა სწორი გულშემატკივრების და ფეხბურთელების მიმართ. თითოეულ შეხვედრაში მიღებულ ქულებს შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ჰქონდეს, ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ან გნებავთ, ევროთასებზე ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად."-აღნიშნა კრისტიან ზაიფერტმა გამოცემა ESPN-სთან მიცემულ ინტერვიუში.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ამ ინიციატივას, პრიმერა-დივიზონში მოასპარეზე გუნდების კაპიტნები უარყოფითად შეხვდენენ და იგი გააპროტესტეს კიდეც. მათ მხარდაჭერა რამდენიმე მთავარმა მწვრთნელმაც გამოუცხადა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.