» » სანაკრებო პაუზაზე 13 ბავარიელია გამოძახებული

სანაკრებო პაუზაზე 13 ბავარიელია გამოძახებული

6-09-2018, 15:16 catton სიახლეები 0

სანაკრებო პაუზაზე 13 ბავარიელია გამოძახებული
სეზონი ახლახანს დაიწყო და უკვე პაუზის დროა. მომავალ დღეებში 13 "ბავარიელი" დაიცავს საკუთარი ქვეყნის ღირსებას, მოგეხსენებათ 6 სექტემბერს ახალი ტურნირი - "ერთა ლიგა" იწყება, რომელიც რაღაც მხრივ ანაცვლებს ამხანაგურ შეხვედერებს და ამასთანავე შანს აძლევს ნაკრებებს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების გვერდისავლით, გავიდნენ ზემოხსენებულ "საფეხბურთო ფორუმზე".


აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი "ბავარიელი" იოხამ ლიოვის მიერ იქნა გამოძახებული, ბუნდესნაკრების შემადგენლობაში. ესენი არიან: მანუელ ნოიერი, ნიკალას ზიულე, ჟერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი, იოშუა კიმიხი, ლეონ გორეცკა და ტომას მიულერი.

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულია კორენტინ ტოლისო, სამწუხაროდ ტრავმის გამო, "მამლებს" ვერ დაეხმარება კიდევ ერთი ბავარიელი კინგსლი კომანის სახით. 6 სექტემბერს, ჩანიშნული მატჩი "ალიანც არენაზე" გაიმართება.

პოლონეთი- რობერტ ლევანდოვსკი.
ესპანეთი - ტიაგო ალკანტარა.
ავსტრია - დავიდ ალაბა

"ბაიერნის" ტალანტს რენატუ სანჩესს, დიდი ხნის შემდეგ კვლავ უხმეს პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში. მიუნხენური კლუბის ახალგაზრდა კიპერი კრისტიან ფრიუხტლი კი "ბუნდესნაკრების" U19-ის განაცხადში მოხვდა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.