» » პავარი : მე კონკრეტული გეგმა მაქვს

პავარი : მე კონკრეტული გეგმა მაქვს

6-09-2018, 15:50 -ss- სიახლეები 0

პავარი : მე კონკრეტული გეგმა მაქვს
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტის" მცველმა ბენჟამინ პავარმა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში საკუთარ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 22 წლის უკანახაზელის განცხადებით, მას თავის აგენტთან ერთად, შემუშავებული აქვს კონკრეტული ხედვა, რომლის განხორციელებასაც აპირებს.


"მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესი მხიბლავს, თუმცა დეტალებს ჩემს აგენტს ვუტოვებ. დიახ, ეს სიმართლეა, რომ ჩვენ მსოფლიოს წამყვანი კლუბები დაგვიკავშირდნენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ მე მაქვს მკვეთრი ხედვა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩემი საფეხბურთო კარიერა. ეს გეგმა ჩემს აგენტთან ერთად შევიმუშავე. ხსენებულ გეგმაში კი გათვალისწინებულია, რომ მე მომავალი ერთი წელი "შტუტგარტის" შემადგენლობაში გავატარო."-ციტირებს გამოცემა Sky Sports-ი ბენჟამინ პავარის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ორიოდე დღის წინ ზემოაღნიშნულმა ფეხბურთელმა ინტერნეტ-პორტალ L’Equipe-სთან მიცემულ ინტერვიუში, უარყო მასსა და მიუნხენის "ბაიერნს" შორის, საიდუმლო ხელშეკრულების არსებობა და ჟურნალისტები მორიგი ჭორების გავრცელებაში დაადანაშაულა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.