» » ლიოვი: ოზილის დაბრუნების შესაძლებლობას არ განვიხილავ

ლიოვი: ოზილის დაბრუნების შესაძლებლობას არ განვიხილავ

6-09-2018, 16:12 -ss- სიახლეები 0

ლიოვი: ოზილის დაბრუნების შესაძლებლობას არ განვიხილავ
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი, გამოცემა Sport Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, მესუთ ოზილის შესახებ საუბრობს. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ხომ არ განიხილება ნაკრების რიგებში,ხსენებული ფეხბურთელის დაბრუნების საკითხი, 58 წლის სპეციალისტმა შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა.


"ჩემი აზრით, მან ნათლად და ყველასათვის გასაგებად ახსნა ის მიზეზები, რის გამოც ნაკრების რიგები დატოვა, რითიც კარები თვითონვე დახურა. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აღარ განიხილება. არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი საერთოდ ფიქრობდეს, გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ."-აცხადებს იოაჰიმ ლიოვი.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, მესუთ ოზილმა გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობა რასიზმში დაადანაშაულა და "ბუნდესთიმის" რიგებიც დატოვა. მისი განცხადებით, გრინდელმა და კომპანიამ მას, თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეპ-ტაიპ ერდოღანთან გადაღებული სამახსოვრო ფოტოები არ აპატია.
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..