» » უგოლო ფრე მიუნხენში - კომენტარები

უგოლო ფრე მიუნხენში - კომენტარები

7-09-2018, 10:56 kimmich სიახლეები 0

უგოლო ფრე მიუნხენში - კომენტარები
გუშინ გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა, ერთა ლიგაზე თავისი პირველი შეხვედრა გამართა. ფრანგებმა და გერმანელებმა "ალიანც არენაზე", უგოლო ფრე ითამაშეს და ქულებიც გაინაწილეს. გთავაზობთ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.




იოაჰიმ ლიოვი: "დღევანდელ თამაშს სპეციალური დანიშნულება ჰქონდა. ის თუ, როგორ მიუვუდექით ამ მატჩს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ კარგად ვითამაშეთ. დღეს გუნდში თავდაცვით სტაბილურობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა. არ გვინდოდა, რომ კონტექსტიდან ამოვარდნლიყავით, ყველა მზად იყო თავისი ამოცანის შესასრულებლად. მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ კარგი შანსები მივიღეთ, გოლის გატანაც შეგვეძლო. ეს კარგი თამაში იყო, მომავალი ამოცანებისთვის."

ტონი კროოსი: "ჩვენ განვახორციელეთ ის, რაც გვქონდა დასახული. გვინდოდა, რომ კომპაქტურად გვემოქმედა, ვფიქრობ ეს შევძელით კიდეც. ზუსტად ვიცოდით თუ რისი გაკეთება იყო მნიშვნელოვანი. პირველ ნახევარში საფრანგეთს შანსი არ მივეცით. მეორე ტაიმში, ბურთსაც და თამაშსაც ჩვენ ვაკონტროლებდით. სამწუხაროა, რომ ჩვენი შესაძლებლობები გოლად ვერ ვაქციეთ."

ტომას მიულერი: "დღევანდელ ჩვენს თამაშში ისეთივე თავისუფლება არ შეინიშნებოდა, როგორც ეს უწინ იყო. განსაკუთრებით პირველ ტაიმში ჩვენ არ ვრისკავდით. მეორე ნახევარში შეგვეძლო მატჩის მოგება, ამისათვის მცირე გამართლება იყო საჭირო. ამ მატჩით გვინდოდა, რომ გულშემატკივრებისთვის "ვალი" დაგვებრუნებინა."

მატს ჰუმელსი: "დღეს ჩვენ აქცენტი სტაბილურობაზე გავაკეთეთ. გუნდმა ყურადღება თავდაცვაზე გაამახვილა. მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ. გვინდა დავანახოთ ყველას, თუ როგორი დიდი შემოქმედებითი პოტენციალი გაგვაჩნია. დღეს ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით, სწორ გზაზე დაბრუნებისათვის."
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.