» » ლამი : ბუნდესლიგაში კონკურენციის არსებობა მნიშვნელოვანია

ლამი : ბუნდესლიგაში კონკურენციის არსებობა მნიშვნელოვანია

7-სექ-2018, 10:27
0244
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული ფილიპ ლამი ბუნდესლიგის შესახებ საუბრობს. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ლამი აცხადებს, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მიუნხენური კლუბის დომინირება, ნეგატიურად აისახება ხსენებულ ტურნირზე.


"ბუნდესლიგისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკურენცია არსებობდეს. მოხარული ვიქნები, თუ მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონი გახდება, თუმცა უკეთესი იქნებოდა თუ რომელიმე სხვა კლუბი მას გამოიწვევდა და კონკურენციას გაუწევდა. მაგალითად ესპანეთში ჩემპიონი შესაძლებელია გახდეს, "ბარსელონა", "რეალი" ან მადრიდის "ატლეტიკო". ჩვენთან საჩემპიონო მარათონი კი უკვე აპრილის თვეში მთავრდება."-ციტირებს გამოცემა Goal-ი ფილიპ ლამის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ბოლო 6 წელია რაც ბუნდესლიგის გამარჯვებული მიუნხენის "ბაიერნი" ხდება. ბოლო გუნდი, რომელიც "რეკორდმაისტერს" საჩემპიონო ტიტულში შეეცილა, ეს იურგენ კლოპის დორტმუნდის "ბორუსია" იყო - 2011 და 2012 წლებში.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..