» » მოკლე ინტერვიუ ხავი მარტინესთან

მოკლე ინტერვიუ ხავი მარტინესთან

7-09-2018, 11:43 -ss- ინტერვიუ 0

მოკლე ინტერვიუ ხავი მარტინესთან
სანაკრებო პაუზით, წინასასეზონო მომზადება და სტარტი დასრულებულია. მიუნხენის "ბაიერნმა" ოთხივე ოფიციალურ მატჩში გამარჯვებას მიაღწია და საკუთარ ძალებში დარწმუნებული, ელის მომდევნო შეხვედრებსაც. fcbayern.com-თან მიცემულ ინტერვიუში, ხავი მარტინესმა მოკლედ შეაჯამა განვლილი პერიოდი და უახლოესი მომავლის პროგნოზიც შემოგვთავაზა. "ბავარიელებს" წინ არამხოლოდ პირველი "ინგლისური კვირა", არამედ ოქტობერფესტიც ელით.


ახალი სეზონის სტარტი უკან მოვიტოვეთ, როგორ შეაფასებდით ამ მონაკვეთს?

კარგად, ძალიან პოზიტიურად. ვფიქრობ გუნდში ყველა კმაყოფილია იმით, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები. წინ ძალიან დიდი გზა გველის, თუმცა ჩვენ ამავე განწყობით სიარული გვმართებს. ამის გაკეთებას თუ მოვახერხებთ, მაშინ შეგვეძლება სეზონს წარმატებული ვუწოდოთ.

ნიკო კოვაჩი და მისი ძმა, რობერტი მუდამ იღებენ მონაწილეობას გუნდის მიერ გამართულ ვარჯიშებზე. როგორ აფასებთ ფეხბურთელები მათ დონეს?

იმწუთიერად ჩანს, რომ ორივე ეს პიროვნება ფეხბურთელი იყო. მათ ძველებურად უყვართ ფეხბურთის თამაში, ყველაზე ხშირად მათთან ერთად ე.წ "კვადრატს" ვთამაშობთ. ამ ყველაფერს მაშინაც გრძნობ, როდესაც ისინი გესაუბრებიან. ეს ცალსახად უპირატესობაა. როდესაც თავად ფეხბურთელი იყავი, მაშინ ყველაფერი კარგად იცი.

ორი კვირის შემდეგ სტარტს იღებს უეფას ჩემპიონთა ლიგა. ეს დამატებითი სიხარულის მომტანია, ასე არ არის.?

რა თქმა უნდა, უეფას ჩემპიონთა ლიგა ეს ბრწყინვალე ტურნირია. გიწევს, ევროპის საუკეთესო კლუბების წინააღმდეგ, საუკეთესო სტადიონებზე თამაში. ასევე ყველაზე ლამაზი ქალაქების მონახულებაც. მის დაწყებას სულმოუთმენლად ველით.

სულ მალე ოქტობერფესტი იწყება. შენ უკვე დიდი ხანია რაც აქ ხარ, შეიძლება ამ საქმის ექსპერტიც კი გეწოდოს. რა მოლოდინები გაქვს?

ეს შესანიშნავი დროა, ოქტობერფესტი ბავარიისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე თავს მიუნხენელად ვგრძნობ, ასე რომ ეს ჩემთვის შესანიშნავი დღესასწაულია. ოქტობერფესტზე შესაძლებელია მეგობრების და ოჯახის გარემოცვაში კარგად გაერთო. ამისათვის დროს აუცილებლად გამოვნახავთ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.