» » ფრანგთა თავკაცი განვლილ მატჩს აფასებს

ფრანგთა თავკაცი განვლილ მატჩს აფასებს

7-09-2018, 12:09 -ss- სიახლეები 0

ფრანგთა თავკაცი განვლილ მატჩს აფასებს
6 სექტემბერს, "ალიანც არენაზე" ერთა ლიგის ეგიდით, პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა გერმანიის ეროვნულ ნაკრებსა და საფრანგეთს შორის. შეხვედრა მშრალი ანგარიშით 0-0 დასრულდა. გთავაზობთ "მამლების" მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის მოკლე კომენტარს.


"თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ერთ ეპიზოდში ჩვენ გამოვიყურებოდით უკეთ, მეორეში - მოწინააღმდეგე. ბურთის ფლობის დროს შეცდომებს ვუშვებდით. ნაკრების ყველა ფეხბურთელი ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება. გუნდი ცდილობდა, რომ არ წაეგო. რა თქმა უნდა, გამარჯვების მიღწევა გვსურდა, თუმცა გერმანიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული შოკიდან გამოსვლას იწყებს. მთლიანობაში კარგ შედეგს მივაღწიეთ, ახლა ძალების აღდგენის დროა, სამ დღეში კი მორიგი დაპირისპირება გველის."-განაცხადა დეშამმა.

შეგახსენებთ, 9 სექტემბერს საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჰოლანდიას მასპინძლობს. შეხვედრა თბილისის დროით 11:45 საათზე დაიწყება. ამავე დღეს "ბუნდესნაკრები" პერუს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.