» » ბავარიელებმა პირველი შეხვედრები ჩაატარეს

ბავარიელებმა პირველი შეხვედრები ჩაატარეს

7-09-2018, 15:08 catton თავისუფალი სტატია 0

ბავარიელებმა პირველი შეხვედრები ჩაატარეს
საკლუბო სეზონის სტარტზე პირველი სანაკრებო პაუზა დაფიქსირდა. როგორც ქვემოთ ვწერდით, ეროვნულ ნაკრებებში სულ 13 ბავარიელი იყო გამოძახებული. მიუნხენური კლუბის ქომაგებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა 6 სექტემბერს, "ალიანც არენაზე" გასამართი მატჩი, სადაც ერთმანეთს გერმანიის ეროვნული გუნდი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი -საფრანგეთის ნაკრები უპირისპირდებოდა. შეხვედრა მეგობრული ანგარიშით 0-0 დასრულდა.

ამ შეხვედრაში 6-მა "ბავარიელმა" მიიღო მონაწილეობა, მხოლოდ ნიკალას ზიულე დარჩა თადარიგში. გორეცკამ მოედანზე 66 წუთი დაჰყო, რის შემდეგადაც ის ილქაი გიუნდოგანმა შეცვალა. "ბუნდესტიმს" შემდეგი შეხვედრა პერუს ეროვნულ ნაკრებთან 9 სექტემბერს ელის. ხსენებული მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

ბავარიელებმა პირველი შეხვედრები ჩაატარეს


6 სექტემბერს საკუთარი მატჩი ჩაატარა დავიდ ალაბას ავსტრიის ნაკრებმაც. ამ გუნდმა შვედეთს უმასპინძლა და კომფორტული ანგარიშითაც იმარჯვა (2:0) აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ალაბამ მოედანზე 65-წუთი გაატარა და გოლის გატანითაც გამოირჩა. ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს შემდეგი ორთაბრძოლა 11 სექტემბერს ბოსნია & ჰერცოგოვინასთან მოუწევს. რასაკვირველია ბავარიელთა უკანახაზელი ამ მატჩშიც იქნება წარმოდგენილი

ბავარიელებმა პირველი შეხვედრები ჩაატარეს


გუშინ გამართულ დაპირისპირებებს შორის დიდ ინტერესს იწვევდა, პორტუგალიის და ხორვატიის პაექრობაც. ამ შეხვედრაში, ხსენებული გუნდები 1-1-ზე დაზავდნენ, მოგეხსენებათ ეს მატჩი ამხანაგური იყო. სამწუხაროდ რენატო სანჩესი მოედანზე მხოლოდ 86-ე წუთზე გამოჩნდა და დრო აღარ ეყო, რომ რაიმე ღირებული შეექმნა საკუთარი ნაკრებისათვის. შემდეგი მატჩი პორტუგალიის ეროვნულ გუნდს 10 სექტემბერს "ერთა ლიგაზე" , საკმაოდ ძლიერ იტალიასთან ელის. ვიმედოვნოთ, რომ მოახლოებულ შეხვედრაში "ბაიერნის" ტალანტი სრულ 90-წუთს გაატარებს მწვანე საფარზე.

ბავარიელებმა პირველი შეხვედრები ჩაატარეს
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.