» » ლიოვი : სწორედ ამიტომ ვარ იმედგაცრუებული

ლიოვი : სწორედ ამიტომ ვარ იმედგაცრუებული

7-09-2018, 15:41 -ss- სიახლეები 2

ლიოვი : სწორედ ამიტომ ვარ იმედგაცრუებული
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ბუნდესნაკრების ყოფილი ფეხბურთელის მესუთ ოზილის შესახებ საუბრობს. 58 წლის სპეციალისტი აღნიშნავს, რომ გულდაწყვეტილია მესუთის პიროვნული მახასიათებლებით, თუმცა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ინიციატივა კვლავ თავის თავზე აიღოს.


"მე ველოდებოდი, რომ იგი დამირეკავდა და პირადად მომიყვებოდა იმ მიზეზების შესახებ, რამაც აიძულა გერმანიის ეროვნული ნაკრების რიგები დაეტოვებინა. სწორედ ამიტომ ვარ გაწბილებული. მე იმედგაცრუებული ვარ მისი პიროვნული მახასიათებლებით. ჩვენ ერთად ხომ მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. თუმცა თუ კიდევ არსებობს იმის შანსი, რომ იგი ნაკრების რიგებს დაუბრუნდეს, მზად ვარ ინიციატივა გამოვიჩინო."-ციტირებს გამოცემა Goal-ი იოაჰიმ ლიოვის სიტყვებს.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე თვის წინ მესუთ ოზილმა ეროვნული ნაკრების რიგები დატოვა, მიზეზად კი მისი მისამართით არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულება დაასახელა. მესუთის განცხადებით, გრინდელი და კომპანია რასიზმს ამჟღავნებდნენ, რამაც ფეხბურთელს სანაკრებო კარიერის დასრულებისკენ უბიძგა.
2
0

qutaturi (7 სექტემბერი 2018 23:49)

აუ ლოოვ ერთი მაგის დედაც
0

Gallardo (7 სექტემბერი 2018 21:30)

როდის უნდა დამთავრდეს ამ იოზილის საქმე...მიეცეს წარსულს
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.