» » რუდიგერის ბოდიში ბენჟამინ პავარს

რუდიგერის ბოდიში ბენჟამინ პავარს

7-09-2018, 16:07 -ss- სიახლეები 1

რუდიგერის ბოდიში ბენჟამინ პავარს
გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველი ანტონიო რუდიგერი, სოციალურ ქსელ twitter-ის მეშვეობით, თავის ფრანგ კოლეგას ბენჟამინ პავარს, გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს უხდის. ერთა ლიგის ეგიდით "ალიანც არენაზე" გამართულ მატჩში, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდები უპირისპირდებოდნენ, რუდიგერმა ერთ-ერთ ეპიზოდში მძიმე დაზიანება მიაყენა 22 წლის უკანახაზელს.


"ბოდიში ბენჟამინს, ეს არ იყო განძრახ ჩადენილი ქმედება. მე მას იმწამსვე მოვუბოდიშე და მსურს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო"-წერს რუდიგერი twitter-ის გვერდზე. შეგახსენებთ, "ბუნდესნაკრები" საკუთარ მორიგ დაპირისპირებს, ამჯერად 9 სექტემბერს პერუს ეროვნულ გუნდთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 11:45 საათზე გაიმართება

რუდიგერის ბოდიში ბენჟამინ პავარს
3
0

qutaturi (7 სექტემბერი 2018 23:48)

განზრახ თუ არ იყო ფეხი ზემოთ აგეწია ბლიად
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.