» » "ბავარიელებმა" რამდენიმე დღიანი დასვენება დაიმსახურეს

"ბავარიელებმა" რამდენიმე დღიანი დასვენება დაიმსახურეს

7-09-2018, 21:36 Gallardo სიახლეები 0

კიდევ ერთხელ დაიხარჯო მაქსიმალურად და ამის შემდეგ მოიპოვო დამსახურებული დასვენება. პარასკევს დილით, ამგვარი დევიზით გამოვიდნენ "ბავარიელები" სავარჯიშოდ. მომდევნო სამი დღე ნიკო კოვაჩმა უქმეებად გამოაცხადა. ის რომ გუნდმა ეს დაიმსახურა ეჭვს არ ბადებს. მიუნხენელთა დამრიგებელმა, პარასკევს თავის ფეხბურთელებს ინტენსიური პროგრამა მოუმზადა , რომელიც დიდი რაოდენობით სპრინტებს შეიცავდა. ფეხბურთელებმა არც სათამაშო სავარჯიშოებს აუარეს გვერდი. მაღალი დატვირთვის მიუხედავად, მინდორზე ამაღლებული განწყობა სუფევდა.

"ბავარიელები" შეძლებენ, უახლოესი სამი დღის განმავლობაში, ძალები მოიკრიბონ შემდეგი დავალებების შესასრულებლად. 15 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე პერიოდში კი გუნდს შვიდი მატჩის ჩატარება მართებს, გერმანიის ჩემპიონატისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით. დასვენების დღეების შემდეგ პირველი ვარჯიში სამშაბათს არის დაგეგმილი, რომელიც გულშემატკივართათვის ღია იქნება.

"ბავარიელებმა" რამდენიმე დღიანი დასვენება დაიმსახურეს

"ბავარიელებმა" რამდენიმე დღიანი დასვენება დაიმსახურეს

"ბავარიელებმა" რამდენიმე დღიანი დასვენება დაიმსახურეს
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.