» » ლეროი სანემ გერმანიის ეროვნული ნაკრები დატოვა

ლეროი სანემ გერმანიის ეროვნული ნაკრები დატოვა

7-09-2018, 22:52 lewana სიახლეები 0

ლეროი სანემ გერმანიის ეროვნული ნაკრები დატოვა
გერმანიის ეროვნული ნაკრების პრესსამსახურის twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ მანჩესტერ სიტის შემტევმა ნახევრმცველმა, ლეროი სანემ გერმანიის ეროვნული ნაკრები დატოვა და პერუს წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"ლეროი სანემ იოახიმ ლიოვთან საუბრის შემდეგ გერმანიის ეროვნული ნაკრების დატოვება პირადი მიზეზების გამო გადაწყვიტა და შესაბამისან პერუსთან გასამართ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობის ვერ მიიღებს", - ნათქვამია გერმანიის ეროვნული ნაკრების პრესსამსახურის twitter-ის გვერდზე.

ლეროი სანემ გერმანიის ეროვნული ნაკრები დატოვა


უეფას ეროვნული ლიგის პირველ ტურში გერმანიის ნაკრებმა საფრანგეთს უმასპინძლა და მატჩი მეტოქეები 0-0 ფრეს დასჯერდნენ. ლეროი სანე შეხვედრაში 83-ე წუთზე ჩაერთო მარკო რისის ნაცვლად.

შეგახსენებთ რომ ზაფხულში სანემ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა, რადგან იგი მთავარმა მწვრთნელმა გერმანიის ეროვნული ნაკრების განაცხადს მიღმა დატოვა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.