» » "ბაიერნის" სექტემბრის თვის განრიგი

"ბაიერნის" სექტემბრის თვის განრიგი

9-09-2018, 11:56 kimmich ანონსი 0

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, "ბაიერნს" წინ არც თუ ისე ადვილი თვე ელოდება. სექტემბერში ბავარიელებმა, უკვე გამართეს ერთი შეხვედრა "შტუტგარტის" წინააღმდეგ. "რეკორდმაისტერმა" გასვლაზე ანგარიშით 0-3 იმარჯვა. გთავაზობთ მიუნხენის "ბაიერნის" სექტემბრის თვის განრიგს.

15 სექტემბერი - "ბაიერნი" ბუნდესლიგაში მორიგ მატჩს გამართავს, ამჯერად მეტოქე ლევერკუზენის "ბაიერია". აღნიშნული შეხვედრა ქალაქ მიუნხენში, ალიენც არენაზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. "ბაიერს" ბუნდესლიგაში ცუდი სტარტი აქვს. ორი ტურის შემდეგ ისინი მე-16 პოზიციას იკავებენ სატურნირო ცხრილში. რაც შეეხება მიუნხენურ კლუბს, რეკორდმაისტერი სატურნირო ცხრილს ორი მოგებით ლიდერობს.

19 სექტემბერი - ბუნდესლიგის მე-3 ტურის დასრულების შემდეგ, ბავარიელებს შემდეგ მატჩის გამართვა პორტუგალიაში ქალაქ ლისაბონში მოუწევთ. უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრას "ბაიერნი" გასვლაზე "ბენფიკას" წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს. "ბენფიკა" პორტუგალიის ლიგაში საკმაოდ კარგად გამოიყურება. ოთხი ტურის შემდეგ ისინი სატურნირო ცხრილს სამი მოგებით და ერთი ფრით ლიდერობენ.

22 სექტემბერი - ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პირველი ტურის დასრულებიდან სამი დღის შემდეგ, ბავარიელები მორიგ მატჩს გამართავენ ბუნდესლიგაში. მე-4 ტურში "ბაიერნი" გელზენკილხენის "შალკეს" ესტუმრება. თამაში თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. "შალკემ" ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო და ცხრილში მე-15 ადგილს იკავებს.

25 სექტემბერი - ბუნდესლიგის მე-5 ტური. "ბაიერნი" სახლში "აუგსბურგს" ეთამაშება. ხსენებული შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება. მიუნხენელთა სატურნირო მდგომარეობის შესახებ უკვე მოგახსენეთ. რაც შეეხება "აუგსბურგს" ბუნდესლიგაში ერთი მოგება და ერთი ფრე აქვთ დაფიქსირებული და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს.

28 სექტემბერი - თვის ბოლოს "ბაიერნი" ბუნდესლიგაში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. "ბაიერნი" ბერლინის "ჰერტას" ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. "ჰერტა" გერმანიის ჩემპიონატში კარგად გამოიყურება. ისინი ორი ტურის შემდეგ, ექვსი ქულით მე-2 ადგილს იკავებენ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.