» » რა არის უეფას ერთა ლიგა?

რა არის უეფას ერთა ლიგა?

9-09-2018, 16:03 dachi8 სხვადასხვა 0

რა არის უეფას ერთა ლიგა?
ხუთშაბათს უეფას ერთა ლიგამ სტარტი აიღო.
უეფას ახალი შეჯიბრის ამხანაგური მატჩების დიდ ნაწილს სატურნირო მნიშვნელობა მიენიჭება, ნაკრებებს შესაძლებლობა ექნებათ თანაბარი ძალების მეტოქეებს დაუპირისპირდნენ. 4 ჯგუფის გამარჯვებულები 2019 წლის ივნისში ფინალურ სტადიაში ითამაშებენ. დანარჩენები კი კლასის ამაღლებისთვის იბრძოლებენ და 2020 წლის ევროზე გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ.



ვინ ვისთან ითამაშებს?

ყველა 55 ნაკრები უეფას რეიტინგების მიხედვით 4 ლიგად დაიყო. 2018 წლის 24 იანვარს ლოზანაში კენჭისყრა გაიმართა, რომლის მიხედვითაც ჯგუფები განისაზღვრა. სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში თითოეული ჯგუფის გუნდები ერთმანეთთან ითამაშებენ სახლში და გასვლაზე. B, C და D ჯგუფების გამარჯვებულები კლასის ამაღლებისკენ წავლენ. A, B და С ჯგუფებში ბოლო ადგილოსნები დაბალ ლიგაში გადაინაცვლებენ. ერთა ლიგის შემდეგი გათამაშება 2020/21 წლის სეზონში გაიმართება.


რა დევს სასწორზე?

ლიგა A-ს ოთხივე ჯგუფის გამარჯვებულები ფინალურ სტადიაზე გავლენ, რომელიც ერთ-ერთი მონაწილის მოედანზე 2019 წლის ივნისში გაიმართება და ნახევარფინალებისგან, მესამე და ფინალური სტადიისგან იქნება შემდგარი. ფინალური სტადიის კენჭისყრა 2018 წლის დეკემბერში გაიმართება.


როგორ იმოქმედებს ერთა ლიგა ევრო 2020-ზე?

ევროს კვალიფიკაცია შეუცვლელი დარჩება ჯგუფური ეტაპის ბოლომდე. აქამდე ჯგუფში მესამე ადგილზე გასულები ურთიერთდაპირისპირების მატჩებში გადიოდნენ. ახლა კი ერთურთს ერთა ლიგის 16 გამარჯვებული დაუპირისპირდება. თუ მათგან რომელიმე უკვე კვალიფიცირდა ევროზე, მაშინ მის ადგილს ლიგაში მომდევნო გუნდი დაიკავებს.

თითოეულ ლიგაში თავისი ფლეი-ოფი იქნება, რომელიც ნახევარფინალისაგან და ფინალისაგან იქნება შემდგარი. თითოეულ ფლეი-ოფში გამარჯვებული ევრო 2020 წლის საგზურს მიიღებს.


როდის გაიმართება მატჩები?

ტურების განრიგი ქვევითაა მოყვანილი, მაგრამ ლიგა А და В-ს გუნდები 6 მატჩს კი არ გამართავენ, არამედ 4-ს. 2 თავისუფალ თარიღს კი ამხანაგური მატჩებით შეავსებენ.

1-ლი ტური: 2018 წლის 6-8 სექტემბერი
მე-2 ტური: 2018 წლის 9-11 სექტემბერი
მე-3 ტური: 2018 წლის 11-13 სექტემბერი
მე-4 ტური: 2018 წლის 14-16 ოქტომბერი
მე-5 ტური: 2018 წლის 15-17 ნოემბერი
მე-6 ტური: 2018 წლის 18-20 ნოემბერი
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.