» » დრაქსლერი: აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ

დრაქსლერი: აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ

11-სექ-2018, 11:12
0298
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენის "ბაიერნის" შესახებ საუბრობს. 24 წლის ფეხბურთელის განცხადებით, მას მიუნხენური კლუბის წარმომადგენლებთან არანაირი საუბარი არ ჰქონია და ამ ყველაფერს მორიგი ჭორები უწოდა.


"მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების პროცესი არასდროს მიწარმოებია, ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორებია. როგორ რეაგირებას მოვახდენდი მიუნხენელთა შემოთავაზებაზე? ალბათ, კატეგორიულ უარს არ ვიტყოდი, თუმცა იმასაც გამოვრიცხავ, რომ ყველაფერი მიმეტოვებინა ამ გუნდისათვის. ეს როგორც არ უნდა იყოს, ახლა ამაზე საუბარი ყოველგვარ აზრს მოკლებულია"

"პარი სენ-ჟერმენის" რიგებში დიდი კონკურენციაა, განსაკუთრებით ჩემს პოზიციაზე, სადაც ასპარეზობა შეუძლიათ კილიან ბამპეს და ნეიმარს. ეს მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელია, ყოველშემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სწორედ ასეთები იქნებიან მომავალში. გასულ საფეხბურთო სეზონში მე 47 თუ 48 მატჩი ჩავატარე, ვფიქრობ მიმდინარე სეზონშიც ამ რაოდენობის შეხვედრებს გავმართავ. მომწონს ეს კლუბიც და ქალაქიც. "პსჟ"-ში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, სწორედ ამიტომ ვერ ვხედავ აზრს განვიხილო კლუბის შეცვლასთან დაკავშირებული, სხვადასხვა ვარიანტები."-ციტირებს გამოცემა Goal-ი იულიან დრაქსლერის სიტყვებს.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..