» » Die Welt : ჰუმელსი როტაციის შესახებ საუბრობს

Die Welt : ჰუმელსი როტაციის შესახებ საუბრობს

11-სექ-2018, 11:46
0304
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Die Welt-თან მიცემულ ინტერვიუში, როტაციის პრინციპის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ იგი აუცილებელიც კი არის შემდგომი წარმატებების მოსაპოვებლად.


"იმედს ვიტოვებ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, როტაციას მთელი სეზონის განმავლობაში მიმართავს. ყოველთვის იქნებიან ფეხბურთელები, რომლებსაც არ შეეძლებათ ასპარეზობა ტრავმის ან დისკვალიფიკაციის გამო. ზამთრამდე ჩვენ კვირაში რამდენიმე მატჩის გამართვა მოგვიწევს, სწორედ ამიტომ ჩვენ დაგვჭირდება ხარისხიანი შემადგენლობა და როტაციის პრინციპი."-ციტირებს გამოცემა Die Welt მატს ჰუმელსის სიტყვებს.

ახლადდაწყებულ გერმანიის ჩემპიონატში, მატს ჰუმელსმა მხოლოდ ერთ თამაშში მიიღო მონაწილეობა. მიუნხენის "ბაიერნის" მიერ გამართული სასტარტო მატჩები, "რეკორდმაისტერის" გამარჯვებებით დასრულდა და ხსენებული გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეშიც მოექცა. შეგახსენებთ, "ბაიერნმა" ჯერ "ჰოფენჰაიმი" დაამარცხა ანგარიშით 3-1, ხოლო შემდეგ "შტუტგარტსაც" სძლია გასვლით ორთაბრძოლაში (0-3)
3

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..