» » ფრანც ბეკენბაუერი იუბილარია

ფრანც ბეკენბაუერი იუბილარია

11-სექ-2018, 15:00
0255
ფრანც ბეკენბაუერს ვულოცავთ დაბადების დღეს! მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი, სამშაბათს 11 სექტემბერს 73 წლის გახდა. კაიზერი ქალაქ მიუნხენში 1945 წლის 11 სექტემბერს დაიბადა და მთელი ცხოვრების განმავლობაში დაკავშირებული იყო "ბაიერნთან". არცერთ სხვა ფეხბურთელს, ისეთი გავლენა არ ჰქონია, ამ კლუბზე როგორც ბეკენბაუერს. კაიზერი გახდა მსოფლიო ჩემპიონი, როგორც ფეხბურთელის, ისე მთავარი მწვრთნელის რანგში. საკუთარი კარიერის განმავლობაში მოპოვებული აქვს არაერთი გუნდური თუ ინდივიდუალური ჯილდო. სულ რამდენიმე ხნის წინ კი ბეკენბაუერი საუკუნის სპორტსმენადაც დაასახელეს ბავარიაში. იგი გერმანული ფეხბურთის ნამდვილი ლიდერია. "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი ყოველივე საუკეთესოს უსურვებს მას!


სანჩესის გამარჯვება ერთა ლიგაზე


რენატუ სანჩესმა და მისმა პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა, ერთა ლიგაზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ორშაბაშთს საღამოს გამართულ მატჩში, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა იტალიის ეროვნულ გუნდს მინიმალური ანგარიშით 1-0 სძლია. 21 წლის "ბავარიელი" აღნიშნულ შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო (74წ). მატჩის ერთადერთი გოლი კი ანდრე სილვამ გაიტანა (48წ). შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე (86წ) სანჩესს რეალური შანსი მიეცა ანგარიშის კიდევ უფრო გასაზრდელად. ბავარიელი ფეხბურთელის მიერ, დაახლოებით 10 მეტრიდან დარტყმულ ბურთზე, შესანიშნავი რეაგირება მოახდინა იტალიელთა კიპერმა - ჯანლუიჯი დონარუმამ.

ფრანც ბეკენბაუერი იუბილარია
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..