Bild: ვერნერმა ლეროი სანე შეაქო
გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ტიმო ვერნერმა, საკუთარი თანაგუნდელი შეაქო. ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, ვერნერმა განაცხადა, რომ სისწრაფისა და მოქნილობის წყალობით, ლეროი სანეს შეუძლია მრისხანე იარაღად იქცეს.
"სანეს დიდი ხანია, რაც ვიცნობ. მასთან ერთად გერმანიის ეროვნული ნაკრების U19-ის შემადგენლობაში ვთამაშობდი. მოედანზე იგი ყოველთვის მაქსიმუმს დებდა. ისევე როგორც ბამპე, ლეროისაც შეუძლია საკუთარი სისწრაფისა და მოქნილობის წყალობით, მნიშვნელოვანი იარაღი გახდეს. იგი შთამბეჭდავია, ასაკით ჩემზე ორი-სამი წლით უმცროსია. მე კი ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ."
"მაშინ როდესაც ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ დიდ ფეხბურთს დაემშვიდობებიან, ბამპე იქნება ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც მათ კომპენსირებას შეძლებს. მისი პოტენციალი საოცარია. ამ მოთამაშის სისწრაფე და ბურთის კონტროლი დაუჯერებელია. კილიანის თანაგუნდელების კეთილი შურით უნდა გვშურდეს."-ციტირებს გამოცემა Bild-ი ტიმო ვერნერის სიტყვებს.