» » ბოატენგი : "ბაიერნიდან" წასვლა არ მინდოდა

ბოატენგი : "ბაიერნიდან" წასვლა არ მინდოდა

12-09-2018, 11:45 -ss- სიახლეები 0

ბოატენგი :
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი, ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან მიცემულ ინეტრვიუში აცხადებს, რომ გასულ სატრანსფერო პერიოდში მის მიმართ დაინტერესებას, "პარი სენ-ჟერმენი" და მანჩესტერ "იუნაიტედი" იჩენდა, თუმცა მან "რეკორდმაისტერის" რიგებში დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.


"პარი სენ-ჟერმენმა" და მანჩესტერ "იუნაიტედმა" ჩემს შესახებ შეთავაზება გააკეთეს, თუმცა მე მიუნხენის "ბაიერნის" დატოვება არ მინდოდა. მაშფოთებდა ახალი გამოწვევები , რომელსაც შეეძლო ჩემს კარიერაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა. "ბავარიაში" თავს კარგად ვგრძნობ, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია."

"მე დავურეკე ჟოზე მოურინიოს და ვუთხარი, რომ ჩემთვის დიდი პატივი იყო მისი მხრიდან გამოჩენილი მზადყოფნა. მას მადლობა გადავუხადე, იმ ძალისხმევისთვის, რასაც იგი იჩენდა ჩემი ტრანსფერის განხორციელებისთვის. მაშინ მას ავუხსენი, რომ "ბაიერნიდან" წასვლა რთულია და თუ მაინც წავიდოდი, მაშინ იმ კლუბს მივაშურებდი, სადაც ყველაფერი აბსოლუტურად უმაღლეს დონეზე იქნებოდა."-ვკითხულობთ გამოცემა Bild-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჟერომ ბოატენგის სიტყვებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.