» » Goal: კლოპი კრიტიკოსებს პასუხობს

Goal: კლოპი კრიტიკოსებს პასუხობს

12-09-2018, 14:26 -ss- სიახლეები 0

Goal: კლოპი კრიტიკოსებს პასუხობს
საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის ეროვნული ნაკრების კრიტიკოსებს პასუხობს. 51 წლის სპეციალისტის განცხადებით, ის რაც ბუნდესნაკრებს, გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაემართა, ფეხბურთში არსებული ნორმაა და ამაზე ზედმეტი განცხადებების კეთება არ ღირს.


"არა, გერმანიის ეროვნული ნაკრების კრიტიკა, არ იყო სამართლიანი. მე რომ ვყოფილიყავი, ნაციონალური გუნდის გულშემატკივარი, არაფერს არ ვიტყოდი. ის თუ როგორი რეაგირება მოახდინა მედიამ და ქომაგებმა, ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშვის თაობაზე - სრული სიგიჟე იყო. მთავარ მწვრთნელს მოუწია აეხსნა მთელი ქვეყნისთვის, რა არის ფეხბურთი. ამ მეთოდს ადამიანები 100 წლის განმავლობაში იყენებდნენ და ეს არ მუშაობს. ასე, რომ დაწყნარდით, მიეცით მათ ფეხბურთის თამაშის საშუალება და გარწმუნებთ, გერმანიის ეროვნული ნაკრები კვლავ მოიპოვებს გამარჯვებებს."-ციტირებს გამოცემა Goal-ი იურგენ კლოპის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციაში გამართულ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ გადალახა და ტურნირს ადრეულ სტადიაზე გამოეთიშა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.