» » რუმენიგე : კოვაჩის სახით საჭირო მწვრთნელი შევიძინეთ

რუმენიგე : კოვაჩის სახით საჭირო მწვრთნელი შევიძინეთ

13-09-2018, 11:01 -ss- სიახლეები 0

რუმენიგე : კოვაჩის სახით საჭირო მწვრთნელი შევიძინეთ
გერმანიის სუპერთასის ეგიდით მოპოვებული რეკორდული რაოდენობის გამარჯვებები, გერმანიის თასის შემდეგ რაუნდში გასვლა და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერობა. ამ ჩემონათვალის შემხედვარე, გასაკვირი აღარაა, რომ კარლ-ჰაინც რუმენიგე სეზონის სტარტით კმაყოფილი დარჩა, რის შესახებაც მან FC Bayern.tv live_თან მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა. "მნიშვნელოვანი იყო იმის ჩვენება, რომ ჩვენ კვლავინდებურად მოტივირებულები ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მიმდინარე სეზონიც ტიტულის მოპოვებით დავასრულოთ"-აღნიშნავდა ბავარიელთა ხელმძღვანელი.


ქება ნიკო კოვაჩის მისამართით


მძიმე წინასასეზონო მომზადებას, რომელსაც "ბაიერნის" ახალი მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ხელმძღვანელობდა, თავისი პირველი შედეგები მოაქვს. "ბავარიამ" ოთხ ოფიციალურ სასტარტო მატჩში ოთხი გამარჯვება მოიპოვა. "გარედანაც კარგად ჩანს, რომ გუნდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება"-აცხადებს რუმენიგე, რომელმაც საქებარი სიტყვები არ დაიშურა ახალი მწვრთნელის მისამართით. "შესამჩნევია, რომ ტაქტიკა მიმართულია ფეხბურთელების კომპაქტურად განლაგებისკენ. ეს განსაკუთრებით, "შტუტგარტთან" გამართულ შეხვედრაში გამოჩნდა. შესაძლოა ეს მატჩი, ჯერჯერობით სეზონის საუკეთესო შეხვედრაც კი იყო ჩვენი გუნდისათვის. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და გვჯერა, რომ წინ წარმატებული სეზონი გველის."

გარდა ზემოხსენებულისა, რუმენიგემ ნიკო კოვაჩის ადამიანურ თვისებებსაც გაუსვა ხაზი. "ვფიქრობ, რომ იგი ძალიან კარგად აკეთებს საკუთარი სამუშაოს ინტერპრეტირებას. იგი ამას დიდი სიმპატიით ასრულებს. გუნდში ფეხბურთელებს ის მუდამ მკვეთრად და გულწრფელად ესაუბრება. მიმაჩნია, ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ნიკო კოვაჩის სახით, ჩვენ საჭირო მწვრთნელი შევიძინეთ."

სეზონის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი გერმანიის ჩემპიონატის ზედიზედ მეშვიდედ მოგებაა. "რა თქმა უნდა, ჩემპიონატს ესე ბურალოდ ვერ მოიგებ, თუმცა სტარტი მართლაც კარგი გვაქვს. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელიც მთავარ მწვრთნელთან საერთო ენაზე საუბრობს. უეფას ჩემპიონთა ლიგაზეც ბევრის მიღწევა გვსურს."

უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, გასამართ პირველ დაპირისპირებამდე სულ რაღაც ერთი კვირა რჩება. "ბაიერნი" საკუთარ ჯგუფში, ლისაბონის "ბენფიკასთან", ამსტერდამის "აიაქსთან" და ათენის " აეკთან" ერთად დაწყვილდა. "რეკორდმაისტერის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადებით, მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დასაკუთრებაა. "ჩემპიონთა ლიგის დონე, წლიდან წლმადე მაღლდება. აქ არ არის არც ერთი გუნდი, რომელესაც ცალი ფეხით ეთამაშები."
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.