» » ტოლისო : რიბერი ნაკრების წარმატებით ამაყობს

ტოლისო : რიბერი ნაკრების წარმატებით ამაყობს

13-09-2018, 11:41 -ss- სიახლეები 0

ტოლისო : რიბერი ნაკრების წარმატებით ამაყობს
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი კორენტინ ტოლისო, საკუთარი თანაგუნდელის, ფრანკ რიბერის შესახებ საუბრობს. ინტერნეტ-გამოცემა France Football-თან მიცემულ ინტერვიუში, კოკომ აღნიშნა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება, მას პირადად მიულოცა 35 წლის ვეტერანმა შემტევმა.


"რა თქმა უნდა, რიბერიმ მომილოცა რუსეთში მოპოვებული გამარჯვება. მიუხედავად იმისა, რომ მასსა და ნაკრებს შორის არსებულ ურთიერთობას, არ შეგვიძლია მარტივი ვუწოდოთ, ის მოხარული იყო, ჩემით და მთლიანად გუნდის ასპარეზობით. იგი კარგი ადამიანია, რომელიც ამაყობს ჩვენი წარმატებით."-ციტირებს გამოცემა France Football-ი ტოლისოს სიტყვებს.

შეგახსენებთ, ბავარიელთა ვეტერანმა ვინგერმა საკუთარი სანაკრებო კარიერა 2014 წელს დაასრულა, ამის მიზეზად კი "პირადი მოტივი" დაასახელა. რაც შეეხება კორენტინ ტოლისოს, მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა რუსეთში გამართულ საფეხბურთო ფორუმზე სულ 5 მატჩი ჩაატარა. საფინალო ორთაბრძოლაში "მამლებმა" ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს ანგარიშით 4:2 სძლიეს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.