» » რუმენიგე : "დიდი ტრანსფერისთვის" საჭირო ფული გაგვაჩნია

რუმენიგე : "დიდი ტრანსფერისთვის" საჭირო ფული გაგვაჩნია

14-09-2018, 09:51 -ss- სიახლეები 2

რუმენიგე :
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე გამოცემა ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ კლუბს აქვს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა იმისათვის, რათა საჭიროების შემთხვევაში ე.წ "დიდი ტრანსფერი" განახორციელოს.


"ფეხბურთელების ყიდვა, მხოლოდ იმ მოტივით, რომ საკუთარი გულშემატკივარი გაახარო, არ შეიძლება. ტრანსფერები და მოთამაშეების ხელფასები, ეს ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება. ზაფხულში ჩვენ საკმაო რაოდნობის ფული გამოვიმუშავეთ. მიუნხენის "ბაიერნს" აქვს ფინანსური შესაძლებლობა, იმისა რომ საჭიროების შემთხვევაში "დიდი ტრანსფერი" განახორციელოს. სწორედ ამიტომ ვუყურებთ მომავალს ოპტიმისტურად."

"რაც შეეხება გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონს, ვფიქრობ ეს ადვილი გასეირნება არ იქნება. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ "ბავარიას" კარგი შანსები აქვს, სეზონის წარმატებით დასრულებისათვის. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, რომელიც კარგად მუშაობს მთავარ მწვრთნელთან"-ციტირებს გამოცემა ESPN კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს.
1
0

qutaturi (14 სექტემბერი 2018 21:48)

ბიჯოოო ნუ ამბობთ ქე მაინც რომ გვაქ ამის საშუალება
0

dachi8 (14 სექტემბერი 2018 19:34)

ყოველ წელს ასე იძახის kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.