» » თომას მიულერი აგვისტოს თვის საუკეთესოდ დასახელდა

თომას მიულერი აგვისტოს თვის საუკეთესოდ დასახელდა

14-სექ-2018, 16:54
0236
ხუთშაბათს თომას მიულერი დაბადების დღეს აღნიშნავდა და ზუსტად თავის 29 წლის თავზე გულშემატკივართაგან განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო. „ბავარიის“ გულშემატკივრებმა მიულერი აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.


25-მა ნომერმა აღნიშნული აღიარება მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე მესამედ მიიღო. 3 მატჩში მიულერმა გუნდის 3 გოლში მიიღო მონაწილეობა, ასე რომ გულშემატკივრების აღიარება სრულიად დამსახურებულია.

თომასმა ხმათა 30 პროცენტი დააგროვა. მე-2 ადგილზე რობერტ ლევანდოვსკია (20%-ით), მე-3 ადგილი ლეონ გორეცკამ დაიკავა (16%).

„ბავარიის“ მთავარი სპონსორი Telecom-ი აგვისტოს თვის 5 საუკეთესო ფეხბურთელს წარმოგვიდგენს:

1. თომას მიულერი - 30%
2. რობერტ ლევანდოვსკი - 20%
3. ლეონ გორეცკა - 16%
4. ფრანკ რიბერი - 4%
5. კინგსლი კომანი - 4%
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..