» » სანჩესი: "სისუსტეები არ მაქვს"

სანჩესი: "სისუსტეები არ მაქვს"

15-09-2018, 11:28 kimmich სიახლეები 1

სანჩესი:
მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, რენატო სანჩესმა "FCB.tv"-სთან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებზე ისაუბრა. გარდა ამისა, რენატომ "ბაიერნის მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის შესახებაც გააკეთა მცირე კომენტარი.

მიუხედავად იმისა რომ, სანჩესის მიმართ გარკვეული ეჭვები არსებობს, პორტუგალიელი ფეხბურთელი დარწმუნებულია საკუთარ თავში: "მე არ მაქვს სისუსტეები და ვარ ძლიერი. ასევე გამაჩნია ამბიცია, მონდომება და გამარჯვების ჟინი. მიმდინარე წელს, სათამაშოდ მზად ვარ." - აცხადებს ახალგაზრდა საყრდენი.

მოგეხსენებათ გასულ სეზონში რენატო სანჩესი "სუონს სიტიში" იყო განათხოვრებული, მაგრამ ერთწლიანი იჯარის ამოწურვის შემდეგ რენატო გერმანიაში დაბრუნდა და თავის შანსს ელოდება, მიუნხენის "ბაიერნის" ახალი მთავარი მწვრთნელისგან.

რენატო ნიკო კოვაჩის შესახებაც საუბრობს: "ის არის მწვრთნელი, რომელიც მოთამაშეებს ბიძგს აძლევს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ვგრძნობ, რომ მისგან მიღებული ნდობის გამართლება შემიძლია."

რენატო სანჩესი, მიუნხენის "ბაიერნში" კარლო ანჩელოტის მოთხოვნით მოიყვანეს. მაშინ "ბენფიკას" "ბაიერნმა" 35 მილიონი ევრო გადაუხადა. წარუმატებელი წლის შემდეგ იგი ინგლისში გაანათხოვრეს. ახლა კი რენატო დაბრუნდა მიუნხენში და მზად არის, რომ მიიღოს თავისი შანსი.
1
0

qutaturi (15 სექტემბერი 2018 18:23)

ჩემი ლლომი ხარ შენ
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.