» » გორეცკა მოახლოებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა

გორეცკა მოახლოებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა

15-09-2018, 11:52 -ss- სიახლეები / ანონსი 0

გორეცკა მოახლოებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა
მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეული ლეონ გორეცკა, ჟურანლისტებთან მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის ჩემპიონატის მე-3 ტურის ეგიდით, ლევერკუზენის "ბაიერთან" გასამართ დაპირისპირებაზე საუბრობს. გორეცკა აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ბანაკში, ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ასპარეზობენ და წარმატების მიღწევისათვის "ბავარიელებს" ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია მართებთ.

"კლუბში ძალიან მოტივირებულები დავბრუნდით. სეზონის სტარტი შესანიშნავი აღმოჩნდა და ამავე განწყობით გაგრძელება გვსურს. მათ შემადგენლობაში ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებსაც კარგი ფეხბურთის დემონსტრირება შეუძლიათ. სათანადო მომზადება გვმართებს, რათა შევძლოთ და მატჩი ჩვენი კარნახით წარვმართოთ."-ციტირებს მიუნხენის 'ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი ლეონ გორეცკას სიტყვებს.

შეგახსენებთ, 15 სექტემბერს, "ალიანც არენაზე" ჩანიშნული მატჩი, თბილისის დროით 17:30 საათზე აიღებს სტარტს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.