» » კომენტარები: ბაიერი 1 - 3 ბაიერნი

კომენტარები: ბაიერი 1 - 3 ბაიერნი

16-09-2018, 13:53 dachi8 მიმოხილვა 0

კომენტარები: ბაიერი 1 - 3  ბაიერნი
მატჩი ლევერკუზენის „ბაიერის“ წინააღმდეგ წარუმატებლად დაიწყო, მაგრამ შემდეგ „ბავარიელებმა“ სწრაფად შეძლეს მატჩის შემობრუნება და საბოლოოდ გამარჯვებულებიც გამოვიდნენ.




მატჩის შემდგომი კომენტარები:

ნიკო კოვაჩი: „მსურს გუნდს მივულოცო რა თამაშსაც დემონსტრირებდნენ 90 წუთის განმავლობაში. ჩვენ სწრაფი გოლი გავუშვით, მაგრამ შემდეგ ძალიან სწრაფადვე შევძელით გათანაბრება. თამაშს კი ამის შემდეგ უკვე ვაკონტროლებდით. ჩვენი კონტრპრესინგი ძალიან კარგი იყო, ჩვენ არ მივეცით საშუალება მოწინააღმდეგის სწრაფ ფეხბურთელებს თამაშში ჩართულიყვნენ. თუმცა ვისურვებდი, რომ მესამე გოლი უფრო ადრე გაგვეტანა, მაგრამ მთლიანობაში მე ძალიან კმაყოფილი ვარ“.

არიენ რობენი: „ეს რთული მატჩი იყო ძალიან რთული მეტოქის წინააღმეგ. ისინი ძალიან სახიფათონი იყვნენ კონტრშეტევების დროს. მაგრამ როდესაც ასე სწრაფად ახერხებ გათანაბრებას, მაშინ უკვე უფრო მშვიდად თამაშობ. თუმცა, ჩვენ კიდევ გვაქვს ბევრი რამ გასავითარებელი. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. მწვრთნელმა იცის თუ რა სურს მას“.

ჰაიკო ჰერლიხი („ბაიერის“ მწვრთნელი): „დღეს ყველამ დაინახა, რომ „ბავარიის“ ფეხბურთელები დიდებულ უნარ-თვისებებს ფლობენ არა მხოლოდ შეტევაში. ბურთის დაკარგვის შემდეგ ისინი წარმოუდგენლად აქტიურები არიან და მაშინვე კონტრპრესინგზე ერთვებიან. დღეს ჩვენ გაკვეთილი ჩაგვიტარეს“.

დომინიკ კორი (ლევერკუზენის „ბაიერი“): „მატჩის დასაწყისში გუნდი ცუდად არ თამაშობდა და ჩვენ შევძელით ანგარიში გაგვეხსნა. მაგრამ შემდეგ ჩვენ ძალიან მარტივად გავუშვით 2 გოლი. უნდა გვეცადა უპირატესობა შეგვენარჩუნებინა თუნდაც შესვენებამდე, მაშინ „ბავარიელებს“ უფრო დიდი ძალის გაღება დაჭირდებოდათ. „ბავარია“ ძლიერი გუნდია, მათ დამსახურებულად მოიგეს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.