» » ტრავმებმა მიუნხენელთა გამარჯვება დაჩრდილა

ტრავმებმა მიუნხენელთა გამარჯვება დაჩრდილა

16-09-2018, 16:50 TOTALMAN მიმოხილვა / მთავარი ამბები 2

ტრავმებმა მიუნხენელთა გამარჯვება დაჩრდილა
შაბათს მიუნხენის ბაიერნმა ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ალიანს არენაზე რეკორდმაისტერმა ლევერკუზენის ბაიერი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. სამწუხაროდ, შესანიშნავი რეზულტატი ბავარიელთა ორი ფეხბურთელის: რაფინიასა და კორენტინ ტოლისოს ტრავმებმა დაჩრდილა.

"იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვარ იმ ფაქტით, რომ მატჩის შემდეგ ორმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა. ჩვენ შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ, თუმცა ჩემი განწყობა მაინც გაფუჭდა", - განაცხადა რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ლევერკუზენთან მატჩის შემდგომ.

რაფინიამ ტრავმა მატჩის მიწურულს მიიღო კარიმ ბელარაბის მხრიდან უხეშობის შემდეგ. მოსალოდნელია, რომ ბრაზილიელი მცველი მწყობრში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება. კინგსლი კომანის ჩათვლით, რომელმაც ჰოფენჰაიმთან ტრავმა მიიღო, ბაიერნმა სეზონის დასაწყისშივე სამი ფეხბურთელი დაკარგა.

"რათქმაუნდა, ეს ძალიან უსიამოვნოა. უკანასკნელი შეხვედრები ძალიან ძვირი დაგვიჯდა", - ასე გამოეხმაურა ბავარიელთა სპორტული დირექტორი ბოლო დროს მოხშირებულ ტრავმიანობას.

ტოლისომ გაიტანა და დიდი ხნით გამოეთიშა ფეხბურთს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გასულ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მქოე კორენტინ ტოლისო მიუნხენში დაგვიანებით დაბრუნდა და ბუნდესლიგაში სადებიუტო შეხვედრა III ტურში ლევერკუზენის ბაიერთან ჰქონდა. მას შემდეგ, რაც შეხვედრის მეხუთე წუთზე ვენდელმა მიუნხენელთა კარში პენალტი შეასრულა სწორედ 24 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა მოახერხა წონასწორობის აღდგენა. ბაიერთან დებიუტი წარმატების მომასწავებელი იყო, რომ არა პირველი ტაიმის მიწურულს სამწუხარო ეპიზოდი. ტოლისო მოედნის ცენტრში ფოლანდს დაეჯახა და საბოლოოდ მოედნის დატოვება მოუწია. დიაგნოზი დამამშვიდებელი არ არის: ჯვარედინა მყესების გაწყვეტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგს რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწევს.

"ჩვენ ყველა იმედგაცრუებულნი ვართ. მაგრამ ვთვლი, რომ კორენტინი ძლიერი პიროვნებაა. ის გამოჯანმრთელდება და უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება", - განაცხადა ნიკოლას ზიულემ.

ტოლისოს ცვლილების მომენტისთვის შეხვედრის მე-19 წუთზე არიენ რობენის გოლით ბაიერნი უკვე 2:1-ს ამარცხებდა, ხოლო კორენტინის ნაცვლად შემოსულმა ხამეს როდრიგესმა 89-ე წუთზე 3:1 საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ლევერკუზენელებს საკმარისი ძალისხმევა არ ეყოთ, რათა მარცხი აერიდებინათ და ცდილობნენ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომების დაშვებას დაცვის ხაზში.

"როდესაც მიუნხენის ბაიერნი თამაშობს ისე, როგორც დღეს, მათ წინააღმდეგ ნებისმიერი ტაქტიკით თამაში რთულია", - განაცხადა კევინ ფოლანდმა.

არიენ რობენის სუპერ გოლმა ბავარიელები გამარჯვების გზაზე დააყენა

ამრიგად ბაიერნი სეზონის პირველი ინგლისური კვირისთვის იდეალურ ფორმაში იმყოფება, თუმცა უკვე საკადრო პრობლემებით. "ჩვენ თითოეული მოთამაშე გვჭირდება. არა მხოლოდ 11 ან 15, არამედ ყველა. დღევანდელი შეხვედრის ჩათვლით ჩვენ კიდევ შვიდი მატჩი გველოდება 20 დღეში. ეს საკმაოდ ბევრია, ამიტომ ჩვენ თითოეული ფეხბურთელი გვჭირდება", - ასე გამოეხმაურა არიენ რობენი ბაიერნის საკადრო პრობლემებს.

თავად 34 წლის გარემარბმა ყველას დაანახა, რომ არა მხოლოდ დიდებული მარცხენა აქვს, არამედ სავსებით ნორმალური მარჯვენაც. ჰოლანდიელმა სუპერგოლი სწორედ,რომ მარჯვენა ფეხით გაიტანა. ჯამში არიენმა სულ ექვსჯერ დაარტყა, რაც ორჯერ მეტია ვიდრე მთელმა ლევერკუზენმა.

"დარტყმა შესანიშნავი გამოვიდა", - ღიმილით გამოეხმაურა ჰოლანდიელი რეკორდმაისტერის მაისურით თავის 140 საიუბილეო გოლს. ბაიერნის ბომბარდირების რეიტინგში აღნიშნული მაჩვენებლით რობენი მეშვიდე ადგილზე გადავიდა და ჯოვანი ელბერს გაუთანაბრდა.

"ვერ ვგრძნობ, რომ 34 წლის ვარ. ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ და მსურს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდეს", - ამბობს რობენი.

რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორი მოვლენებს ასე ხედავს: "ჩვენც ასეთი სურვილი გვაქვს. არიენმა სუპერ გოლის გატანით თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა".
2
0

-ss- (17 სექტემბერი 2018 09:49)

ყოჩაღ ნიკო, კარგად ათამაშებს გუნდს bayern
1

dachi8 (17 სექტემბერი 2018 01:25)

ბასტიმ რომ აკოცა მარჯვენა ფეხზე ერთ-ერთი გატანილი გოლის შემდეგ მარჯვენა ფეხით სულ ის მახსენდება kricha kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.