» » T-Online : რიბერი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

T-Online : რიბერი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

17-09-2018, 11:49 -ss- სიახლეები 0

T-Online : რიბერი სამომავლო გეგმებზე საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, გამოცემა T-Online-თან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას კონკრეტული წინადადებები ჰქონდა ჩინეთის სუპერლიგიდან, თუმცა მისთვის უმნიშვნელოვანესია ევროპის წამყვან საფეხბურთო ფორუმებზე ასპარეზობა, რის გამოც მან ზემოხსენებული შემოთავაზებები უარყო.


"გარკვეული შემოთავაზება ჩინეთიდან მივიღე, დასახელებული იყო კონკრეტული ციფრებიც. მაგრამ მე მომწონს ბუნდესლიგასა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა. ჩემი ოცნებაა ამ ტიტულის მეორედ მოპოვება ვიზეიმო."

"რაც შეეხება ჩემს მომავალს "ბავარიაში", მე მსურს აქ კიდევ ერთი წელი გავატარო, თუმცა ჯერ მოთმინებაა საჭირო და უნდა დაველოდოთ მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, მოვლენების განვითარებას. საჭიროა საკუთარი თავის და გაწეული სამუშაოს ადეკვატური შეფასება." ციტირებს ფრანკ რიბერის სიტყვებს გამოცემა T-Online.

შეგახსენებთ, ვეტერანი ვინეგრი მიუნხენური კლუბის რიგებში 2007 წლიდან ასპარეზობს. მის მოქმედ კონტრაქტს ვადა კი 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.