» » "ბავარია" თავის ძალებში დარწმუნებული ხვდება "ბენფიკას"

"ბავარია" თავის ძალებში დარწმუნებული ხვდება "ბენფიკას"

19-09-2018, 19:02 dachi8 სიახლეები 0

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება! ოთხშაბათს საღამოს „ბავარია“ სტუმრად „ბენფიკას“ ეწვევა. სამშაბათის დილას ნიკო კოვაჩი 21 „ბავარიელთან“ ერთად პორტუგალიის დედაქალაქში ჩაფრინდა. რეკორდმაისტერის რიგებში ყველა იმედოვნებს წარმატებულ სტარტზე.


კოვაჩი სულმოუთმენლად ელის პრემიერას

46 წლის კოვაჩი ოთხშაბათს თავის პირველ მატჩს ჩაატარებს ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში. „ეს წარმოუდგენელი სიხარულია“, - გაგვიზიარა „ბავარიელთა“ დამრიგებელმა წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე. თუმცა ხორვატისათვის უმნიშვნელოვანესი სტარტის კარგად დაწყებაა. „პირველი მატჩი ჯგუფურ ეტაპზე მეტად მნიშვნელოვანია. ან შენ მშვიდდები ან პირიქით სიმშვიდეს გიკარგავენ. გამარჯვება მეტად მნიშვნელოვანი იქნება“, - ხაზი გაუსვა კოვაჩმა თავის ნათქვამს.

„კოვაჩისათვის ეს მატჩი განსაკუთრებული იქნება. შევეცდებით მას გამარჯვება ვაჩუქოთ“, - განაცხადა გუნდის კაპიტანმა მანუელ ნოიერმა. იოშუა კიმიხმა ასევე აღნიშნა, რომ „ბავარია“ „ბენფიკას“ სტუმრად თავის ძალებში სრულიად დარწმუნებული შეხვდება. „ლისაბონში თამაში ადვილი არაა, მაგრამ ჩვენ წინაშე მიზანს ვისახავთ ჯგუფურ ეტაპზე თითოეული მატჩი მოვიგოთ“, - აღნიშნა 23 წლის მარჯვენა მცველმა.


გორეცკა მზადაა თამაშისათვის

მიუხედავად ასეთი თვითდაჯერებისა საკუთარ ძალებში, რეკორდმაისტერში მოახლოებულ მატჩს ყველა მაქსიმალური სერიოზულობით უდგება. „ეს ადვილი მატჩი არ იქნება. თავდაჯერებულები არ ვართ, მაგრამ ჩვენს ძალებში დარწმუნებულები ვართ და გამარჯვების იმედი გვაქვს“, - განაცხადა კოვაჩმა. მისი მოსაზრება კარლ-ჰაინც რუმენიგემაც გაიზიარა: „ჩვენ ფავორიტები ვართ. თავისით გამარჯვება არ მოვა. ვაფრთხილებ, რომ ამ ჯგუფის არ შეფასება არ შეიძლება“, - აღნიშნა 62 წლის ფუნქციონერმა.
ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონთა ლიგის სასტარტო მატჩის წინ კარგი ამბებია კადრებთან დაკავშირებით. ლეონ გორეცკა, რომელმაც ორშაბათს ვარჯიშზე ფეხზე მტკივნეული დარტყმა მიიღო, კვლავ ნორმაშია და მზადაა ითამაშოს. იგივე ეხება ფრანკ რიბერისა და არიენ რობენსაც, რომლებმაც ვარჯიში გამოტოვეს კვირის დასაწყისში. ამგვარად კოვაჩს მხოლოდ კინგსლი კომანის, კორენტენ ტოლისოსა და რაფინიას იმედი ვერ ექნება.


პორტუგალიელები თავის ძალებში დარწმუნებულები არიან

„ბავარიის“ მეტოქეც ასევე მოახლოებულ მატჩს თავის ძალებში დარწმუნებული ხვდება. არწივებმა პორტუგალიის ჩემპიონატში პირველ 4 მატჩში 10 ქულა დააგროვეს და ისევე როგორც „ბავარიას“ წაგება ჯერ არ უგემია ამ სეზონში. უქმეებზე ლიგის თასზე „ბენფიკამ“ „რიუ ავის“ 2:1 ანგარიშით მოუგო. თავდამსხმელი რაფა სილვა: „თითოეულ მატჩში ჩვენ გამარჯვებაზე ვთამაშობთ. „ბავარიასთან“ მატჩშიც ასევე შეგვიძლია გამარჯვების იმედი გვქონდეს“.

0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.