» » კომენტარები : "ბენფიკა" 0 - 2 "ბაიერნი"

კომენტარები : "ბენფიკა" 0 - 2 "ბაიერნი"

20-09-2018, 10:42 -ss- სიახლეები 0

კომენტარები :
ლისაბონში "ბავარიელებმა" შესანიშნავი შემტევი ფეხბურთი აჩვენეს, ამის გარდა დაცვაშიც სტაბილურად მოქმედებდნენ და მეტოქე გუნდს, რაიმე ღირებულის შექმნის საშუალება არ მისცეს. მთლიანობაში მატჩი მიუნხენელთა დამსახურებული გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. გთავაზობთ შეხვედრის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.



კარლ-ჰაინც რუმენიგე -"გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, ძალიან სერიოზულად და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა ანგარიშით 0-2. ჩვენ კმაყოფილები ვართ, თუმცა გოლების გატანა კიდევ შეგვეძლო. სტარტი შედგა!"

ნიკო კოვაჩი -"ჩვენ გვუსრდა კარგი სტარტი გვქონოდა, როგორც ბუნდესლიგაში, ისე უეფას ჩემპიონთა ლიგაზე. ვიცოდით, რომ "ბენფიკა" ერთი რიგითი გუნდი არ იყო. ისინი თამაშობენ თამამად და ცდილობენ, მაქსიმალურად სწრაფად იპოვონ გზა კარისკენ. საკმაოდ რთული მუშაობის გაღება მოგვიხდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი კარგი მომენტის რეალიზება ვერ მოვახერხეთ. მატჩის ბედის გადაწყვეტა, ცოტათი უფრო ადრე უნდა მოგვეხდინა. ჩემპიონთა ლიგაზე შორს წასვლა გვინდა, ამისათვის კი აუცილებელია, დასახული ამოცანებისათვის სრული კონცენტრაცია შევინარჩუნოთ ."

იოზუა კიმიხი -"თამაშში კარგად შევედით და სწრაფი გოლის გატანაც მოვახერხეთ. ამის შემდეგ კი ჩვენ საკუთარი სტილი დავკარგეთ და რამდენიმე შეცდომა დავუშვით. მეორე ტაიმში, ბურთის დაკარგვით, მარტივ სიტუაციაში ჩვენ თავად გავირთულეთ საქმე. მე მსიამოვნებს ისეთი გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობა, რომელსაც ფეხბურთის თამაში სურს. ბუნდესლიგაში ასეთი რამ იშვიათად ხდება. როგორც წესი ჩვენი მეტოქეები საკუთარი კარის წინ, თავდაცვაში ეწყობიან, ხოლო როდესაც მოწინააღმდეგე რისკავს, ჩვენ მანევრებისათვის თავისუფალი ადგილები გვექმნება."

რუი ვიტორია ("ბენფიკას" მთავარი მწვრთნელი) -"გამარჯვება გვსურდა, თუმცა ჩვენი მეტოქე, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იყო."
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.