» » კომენტარები : "შალკე" 0 - 2 "ბაიერნი"

კომენტარები : "შალკე" 0 - 2 "ბაიერნი"

23-09-2018, 11:54 -ss- სიახლეები 0

კომენტარები :
შაბათს, 22 სექტემბერს მიუნხენის "ბაიერნი" გელზენკირხენის "შალკე 04"-ს ეწვია და დამაჯერებელი ანგარიშით, დაამარცხა მეტოქე გუნდი (0-2). ხსენებულ შეხვედრაში გატანილი გოლებით გამოიჩინეს თავი, ხამეს როდრიგესმა და რობერტ ლევანდოვსკიმ. გთავაზობთ მატჩის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.



ნიკო კოვაჩი " დღეს ჩვენ ძალიან, ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. ჩემი გუნდი 90 წუთის განმავლობაში დომინირებდა, დაცვაში შეცდომებს არ უშვებდა და ძალიან ბევრ მომენტებსაც ქმნიდა. ვწუხვარ, მხოლოდ იმის გამო, რომ უფრო მეტი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. შესანიშნავი თამაში იყო! მსურს მთელი გუნდი შევაქო, არა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი შეტევაში კარგად მოქმედებდნენ, არამედ უბრუთოდ თამაშისთვისაც. ჩვენ ძალიან მალე ვიბრუნებდით ბურთს."

ლეონ გორეცკა -"შეხვედრა შესანიშნავად დავიწყეთ, სახიფათო მომენტებიც მალევე შევქმენით. ბოლო პასი, რომ ზუსტი ყოფილიყო უფრო მეტს გავიტანდით. "შალკემ" კარგად ითამაშა, ისინი ბრწყინვალედ იყენებდნენ პრესინგს. პირველი ტაიმის მეორე ნახევარში, მოედანზე კარგად ვერ განვლაგდით, თუმცა ვფიქრობ, რომ მთლიანობაში დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ."

დომენიკო ტედესკო ("შალკეს" მთავარი მწვრთნელი) - "ბავარიის წინააღმდეგ თამაში რთულია. მიუხედავად ამისა, საქმეში დიდ ხანს დავრჩით. გოლის მიღებამდე, არასაკმარისად დამაჯერებლად გამოვიყურებოდით, ამის შემდეგ კი ფინალურ სასტვენამდე, ჩვენ სტაბილურად ვმოქმედებდით."

სებასტიან რუდი -"დღეს ჩვენ უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, ბურთს ხშირად ვართმევდით მოწინააღმდეგეს და ბევრი რამის უკეთ გაკეთებაც შეგვეძლო. მეორე ტაიმში უფრო მეტი სირთულე იყო, ჩვენ ცუდათ ვმოქმედებდით ართმევაზე და საგოლე მომეტებს თითქმის ვერ ვქმნიდით. სამწუხაროდ დამსახურებულად წავაგეთ, თუმცა ცუდი თამაში არ გვიჩვენებია."

რალფ ფერმანი -"ბაიერნი" ბრწყინვალედ ფლობს ბურთს. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაშის დროს კი არ გაქვს უფლება სტანდარტულიდან მიიღო გოლი. ასეთ შემთხვევაში შენ უბრალოდ ხერხემალში გადატყდები. საბედნიეროდ, დღეს ბაიერნის ფეხბურთელების ინდივიდუალური კლასის ლოკალიზება შევძელით, სწორედ ამიტომ სტანდარტული მომენტების დროს უფრო მეტი ყურადღების გამოჩენაა საჭირო."
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.