» » რობენი: "ევრო 2024 ჩემთვის ბოლოს წინა ტურნირი იქნება კარიერაში"

რობენი: "ევრო 2024 ჩემთვის ბოლოს წინა ტურნირი იქნება კარიერაში"

28-09-2018, 04:34 dachi8 სიახლეები 0

რობენი:
„ბავარიის“ ფეხბურთელები თომას მიულერი და არიენ რობენი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის გერმანიაში ჩატარებას გამოეხმაურნენ.



მიულერმა „ტვიტერში“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რობენთან ერთად თავის ქვეყანაში ევროტურნირის ჩატარება გააზიარა.

- „მოხარული ვარ, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება. ეს ჩვენი ბოლო ტურნირი იქნება კარიერაში“, - თქვა მიულერმა.

- „ჩემთვის - ბოლოს წინა“ - გაიხუმრა რობენმა, რომელმაც ჰოლანდიის ნაკრებში კარიერა 2017 წლის ოქტომბერში დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლისათვის რობენს 40 წელი შეუსრულდება, ხოლო მიულერს - 35.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩები ბერლინში, კიოლნში, დორტმუნდში, დიუსელდორფში, ფრანკფურტში, გელზენკირხენში, ჰამბურგში, ლაიფციგში, მიუნხენში და შტუტგარტში ჩატარდება.
გერმანიაში აღნიშნული ტურნირი უკვე ჩატარებულია 1988 წელს. ხოლო 1974 და 2006 წლებში გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა.

My Webpage
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.