მარსელი ტოვენში 80 მილიონს ითხოვს
როგორც ინტერნეტ-გამოცემა Abola იუწყება „ბავარიას“ კვლავინდებურად სურს „მარსელის“ ვინგერის ფლორიან ტოვენის შეძენა. მიუნხენელები 25 წლის გარემარბში ფრანკ რიბერის იდეალურ შემცვლელს ხედავენ, რომელსაც მომავალ ზაფხულს კლუბთან კონტრაქტი ეწურება და ამის გარდა გამოცდილი ფრანგი უკვე 35 წლისაა.
„მარსელმა“ თავის მხრივ „ბავარიას“ ფლორიან ტოვენის გამოსასყიდი თანხა დაუსახელა. ფრანგული კლუბი იმედოვნებს, რომ ამ ტრანსფერში 80 მილიონს მაინც გამოიმუშავებს, იუწყება Ouest-France.
ტოვენმა მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა და მისი კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.