» » კომენტარები: ჰერტა 2 - 0 ბავარია

კომენტარები: ჰერტა 2 - 0 ბავარია

29-09-2018, 02:05 dachi8 სიახლეები 0

კომენტარები: ჰერტა 2 - 0 ბავარია
ბერლინში პარასკევს საღამოს „ბავარიამ“ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იგემა. მიუნხენელებს საკმაოდ ჰქონდათ იმის შანსები, რომ დედაქალაქიდან ქულები წამოეღოთ, მაგრამ საბოლოოდ ნიკო კოვაჩის გუნდს რეალიზაციამ უმტყუნა.



მატჩის შემდგომი კომენტარები:

ნიკო კოვაჩი: „მომენტების რეალიზაცია - ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ჩვენ დღეს წავაგეთ. ამასთან 2 გოლი გავუშვით, ეს არ უნდა მომხდარიყო. პენალტი არ უნდა მომხდარიყო, მეორე გოლის შემთხვევაში ჩვენ ტაქტიკური შეცდომა დავუშვით. ამ დონეზე კი შეცდომები დასჯადია. ამის მიუხედავად, ჩვენ ნორმალური თამაში ვანახეთ. რთულია ამ მარცხის ახსნა. ჩვენ მომენტები რეალიზაციაში უნდა მოვიყვანოთ და ყველაფერი კრიტიკის ცეცხლში არ უნდა გავახვიოთ. ასეთი რამ ხდება. მათ ვინც ბავარიას იცნობს, იციან, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის რომ კვლავ წარმატებულნი გავხდეთ“.

მანუელ ნოიერი: „1-ელ ტაიმში ჩვენ თამაშში ასი პროცენტით არ ვიყავით ჩართულნი. მე-2 ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ. ყველამ დაინახა, რომ გამარჯვება გვეწადა. მომენტების რეალიზაციის თემა კვლავ აქტუალურია. იგივე იყო წინა სეზონშიც. ფეხბურთში უბრალოდ უნდა გაიტანო. დღეს ჩვენ ზუსტად ეს გვაკლდა. შესვენებაზე ჩვენ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილნი და დარწმუნებულნი ვიყავით, რომ პირველ გოლს თუ გავიტანდით შეხვედრას ჩვენს სასარგებლოდ წარვმართავდით“.

პალ დარდაი (ჰერტას მწვრთნელი): „მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენი მცველების ოთხეული, ჩვენი პრესინგი ნახევარდაცვაში, კომპაქტურობა - ეს ყველაფერი ბიჭებმა კარგად ჩაატარეს. ეს დისციპლინაა. ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ ამ ყველაფერთან ერთად ბურთის ფლობა შენს სასარგებლოდ კარგად გამოიყენო. დღეს ჩვენ ეს ვანახეთ. მატჩის ბოლოსკენ „ბავარია“ დიდ ზეწოლას ახდენდა, მათ შემადგენლობაში ხომ მსოფლიო დონის ფეხბურთელები არიან. მაგრამ მე ვთვლი, რომ დღეს ჩვენ დამსახურებულად გავიმარჯვეთ“.

ტომას კრაფტი („ჰერტას“ მეკარე): „ამ მატჩს სულმოუთმენლად ველოდი. წარმოუდგენელი თამაში ვაჩვენეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. 1-ელ ტაიმში შევძელით გარკვეულ აქცენტებზე გვემუშავა. ბოლო 20 წუთი ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდით. მაგრამ „ბავარიის“ წინააღმდეგ ეს ნორმალურია.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.