» » მეტოქის პორტრეტი

მეტოქის პორტრეტი

1-10-2018, 15:07 dachi8 მიმოხილვა 0

მეტოქის პორტრეტი
2018/19 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ საშინაო მატჩში, სამშაბათს საღამოს „ბავარია“ ჰოლანდიის ვიცე-ჩემპიონ ამსტერდამის „აიაქსს“ დაუპირისპირდება. წარსულში გუნდები ერთმანეთს 8-ჯერ არიან შენახვედრი, აქედან 2 ფრედ ითამაშეს, ხოლო, 3-ჯერ თითოეულმა გამარჯვება იზეიმა. ბოლოს გუნდები ერთმანეთს 2004 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. მაშინ „ბავარიამ“ სახლში 4:0 მოიგო, ხოლო სტუმრად ფრე გააგორა 2:2.

fcbayern.com „ბავარიის“ მეტოქეს „აიაქსს“ წარმოგვიდგენს.

ისტორია:


რეკორდსმენი ჩემპიონატში მოგებებით, რეკორდსმენი მოგებებით თასზე, ევროთასების გამარჯვებული - კლუბის დაარსებიდან 1883 წელს ამსტერდამის „აიაქსი“ ყველაზე წარმატებულ ჰოლანდიურ კლუბად გადაიქცა. ჩემპიონატში 33 მოგებითა და 18 მოგებით თასზე. თუმცა, ბოლო მიღწევები ნაციონალურ დონეზე 2014 წლით თარიღდება. ზუსტად მაშინ „აიაქსმა“ უკანასკნელად ზედიზედ 2-ჯერ ჩემპიონობის შემდეგ კვლავ 1-ელ ადგილზე დაასრულა სეზონი. ჰოლანდიის თასზე „აიაქსმა“ ბოლოს 2010 წელს გაიმარჯვა.

სინამდვილეში „აიაქსს“ ოქროს ერა 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში დაუდგა. მაშინ კლუბის ფერებს ისეთი ლეგენდები იცავდნენ როგორიც იოჰან კროიფი, იოჰან ნესკენსი და არი ჰანი არიან. მაშინ „აიაქსმა“ მოახერხა და 3-ჯერ ზედიზედ ევროპის ჩემპიონების თასი მოიგო (1971-1973). მას შემდეგ რაც კროიფმა 1973 წელს „აიაქსი“ დატოვა და „ბარსელონაში“ გადავიდა, ამსტერდამული კლუბის წარმატებული სერია შეწყდა. წარმატება დაბრუნდა მხოლოდ კროიფის მთავარი მწვრთნელის რანგში მოსვლის შემდეგ 1985 წელს. 1987 წელს „აიაქსმა“ იან ვაუტერსთან, ფრანკ რაიკარდთან და მარკო ვან ბასტენთან ერთად თასების თასი მოიგო.

1991 წელს „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გაალი დაინიშნა, რომელთანაც ერთად კლუბმა დიდ წარმატებებს მიაღწია. „ბავარიის“ მომავალ მწვრთნელთან ერთად „აიაქსმა“ უეფას თასი მოიგო (1992წ) და ჩემპიონთა ლიგა (1995წ), რომლის ნახევარფინალში ამსტერდამულმა კლუბმა რეკორდმაისტერი გამოთიშა (0:0; 5:2). ამრიგად, თანაბრად „იუვენტუსთან“, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და „ჩელსისთან“ ერთად „აიაქსი“ ერთ-ერთი კლუბია, რომელმაც ევროპის 3-ვე ტურნირი მოიგო. „აიაქსი“ მსოფლიოში ცნობილია თავისი გამოჩენილი ახალგაზრდული აკადემიით. აღნიშნულ აკადემიაში აღიზარდნენ ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორიც დენის ბერგკამპი, კლარენს ზეედორფი, პატრიკ კლიუვერტი, ედგარ დავიდსი და სხვაა.

სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე:

ჩემპიონთა ლიგის რეიტინგში „აიაქსი“ 148 ქულით 103 მატჩში მე-16 ადგილს იკავებს და ანგარიშზე 4 ტიტულით ანგარიშზე ყველაზე წარმატებულ კლუბთა შორისაა.
სტადიონი:

„აიაქსი“ თავის საშინაო თამაშებს „ამსტერდამ არენაზე“ ატარებს, რომელიც 1996 წელს გაიხსნა. 2018 წლის ზაფხულში მან სახელი შეიცვალა და იოჰან კროიფის საპატივცემულოდ მისი სახელი დაერქვა. სტადიონი ჰოლანდიაში ყველაზე მასშტაბურია და 55 000 ადამიანს იტევს. გახსნის მომენტისათვის ის პირველი სტადიონი გახლდათ, რომელსაც მოძრავი სახურავი ჰქონდა.

მწვრთნელი:

2017 წლის დეკემბრიდან „აიაქსს“ „ბავარიისათვის“ კარგად ნაცნობი ერიკ ტენ ჰაგი წვრთნის, 2013 წლიდან 2015 წლამდე ერიკ ტენ ჰაგი რეკორდმაისტერის ახალგაზრდულ გუნდს ხელმღვანელობდა. აქამდე კი ის „უტრეხტს“ ედგა სათავეში, რომელთან ერთადაც მე-5 ადგილი, ხოლო შემდეგ მე-4 ადგილი დაიკავა ჩემპიონატში. ტენ ჰაგი კლასიკურ ჰოლანდიურ სისტემას ათამაშებს თავის გუნდს 4-3-3, რომელთან ერთადაც „აიაქსმა“ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

საკვანძო ფეხბურთელები:

ამ სეზონში „აიაქსი“ ფსონს ახალგაზრა და გამოცდილ ფეხბურთელებზე აკეთებს. ყველაზე გამოცდილი და ცნობილი ფეხბურთელი შემადგენლობაში 35 წლის კლას-იან ჰუნტელარია. ამის გარდა გუნდის მამოძრავაბელი ძალა დანიელი ლასე შიონია (32), არგენტინელი ნიკოლას ტალიაფიკო (26), და ასევე ახალწვეული დელი ბლინდი (28, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედიდან გადმოვიდა) და დუშან ტადიჩოი (28, „საუტგემპტდონიდან“). მათ ავსებენ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები მათეის დე ლიგტი (19), დონი ვან ბე ბეკი (21), ფრენკი დე იონგი (21) და ხაკიმ ზიიეხი (22).

მიმდინარე სპორტული სიტუაცია“

„აიაქსი“ - ჰოლანდიის ვიცე-ჩემპიონია. წარსულში გუნდმა სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა და მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩა ჰოლანდიის ჩემპიონს „პსვ“-ს. მიმდინარე სეზონში 7 ტურის ჯამში „აიაქსი“ 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ „პსვ“-ს, რომელსაც ყოფილი „ბავარიელი“ წვრთნის - მარკ ვან ბომელი. წინა კვირას „აიაქსმა“ „პსვ“-თან 0:3 წააგო. ამ შაბათს კი „აიაქსმა“ „ფორტუნასთან“ იმარჯვა 2:0. ამრიგად, 5 მოგებით, 1 ფრეთი და 1 წაგებით „აიაქსი“ მე-2 ადგილს იკავებს ჩემპიონატში.

ჩემპიონთ ლიგაზე სტარტი წარმატებით ჩაატარეს: პირველ ტურში ტენ ჰაგის გუნდმა სახლში „აეკს“ მოუგო, ანგარიშით 3:0 და „ბავარიასთან“ მატჩში ცხრილის ლიდერად გვევლინება.

1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.