» » კომენტარები : "ბაიერნი" 1 - 1 "აიაქსი"

კომენტარები : "ბაიერნი" 1 - 1 "აიაქსი"

3-10-2018, 10:58 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

კომენტარები :
"ბავარიელებმა" მატჩი ძალიან ძლიერად დაიწყეს, თუმცა მოპოვებული უპირატესობის განვითარება ვერ შეძლეს და საბოლოო ჯამში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში, ფრეს დასჯერდნენ (1-1). ჰოლანდიის ვიცე-ჩემპიონმა "ალიანც არენაზე" ნამდვილი ბრძოლა გამართა და ერთი ქულის აღებაც მოახერხა. "ჩვენ კარგად დავიწყეთ, თუმცა ამის შემდეგ "აიაქს" თამაშის საშუალება მივეცით"-გაანალიზა მანუელ ნოიერმა. ამავე აზრს აფიქსირებდა ნიკო კოვაჩიც : "მოწინააღმდეგეს მივეცით შესაძლებლობა, გაძლიერებულიყო ჩვენ კი პირიქით დავსუსტდით. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ მოგვიწევს ერთ ქულას დავჯერდეთ"


მატჩის შემდგომი კომენტარები


ნიკო კოვაჩი -" დღეს გუნდმა აჩვენა იმაზე მცირედი, ვიდრე ამას მოველოდი. პირველი 15 წუთის განმავლობაში ბევრი რამ სწორად გავაკეთეთ, გავიტანეთ პირველებმა და დაწინაურება შევძელით, თუმცა ამ გოლმა ჩვენი უსაფრთხოება ვერ შეძლო, პირიქით მოწინააღმდეგეს მივეცით შესაძლებლობა უფრო ძლიერი გამხდარიყო და თავად დავნებდით. "აიაქსი" სულ უფრო უმატებდა და შესანიშნავ თამაშს აჩვენებდა. ძალიან ბევრი შეცდომები დავუშვით გადაცემების განხორციელების დროს და გადამწყვეტ მომენტებში ზედმეტად სწრაფად ვცდილობდით შეტევაში წასვლას. როდესაც შეცდომებს უშვებ, კარგავ თავდაჯერებულობას. საბოლოოდ ყველაფერი ერთად იყრის თავს: გადაადგილება, აჩქარება, ორთაბრძოლაში შესვლა. "აიაქსმა" კარგად ითამაშა, ამიტომაც დღეს ჩვენ მოგვიწევს ერთ ქულას დავჯერდეთ."

მანუელ ნოიერი -"დღეს ადვილი მატჩი არ ყოფილა. ჩვენ კარგად დავიწყეთ, ვიყავით საკუთარ თავში დაჯერებულები და ბურთსაც ვფლობდით. თამაშს ვაკონტროლებდით და ყველა ხედავდა, რომ გამარჯვების მიღწევა გვსურდა. ამის შემდეგ ჩვენ მეტოქეს თამაშის საშუალება მივეცით. ისინი ბურთით საკმაოდ ძლიერები არიან და ამის შესახებ ჩვენ ვიცოდით. პრობლემები შეგვექმნა, საბოლოოდ კი გოლი მივიღეთ. ახლა ჩვენ ორ თამაში 4 ქულა გვაქვს. მთლიანობაში, 3 შეხვედრაში მოპოვებული 2 ქულა ეს ძალიან ცოტაა, თუმცა იღბალი აუცილებლად დაგვიბრუნდება."

თომას მიულერი -"შეხვედრა კარგად დავიწყეთ, პირველი 15 წუთი ძალზედ დინამიური იყო, მაგრამ ამის შემდეგ "აიაქსს" მივეცით თამაშში შესვლის შესაძლებლობა, მათ საკუთარი სათამაშო რითმი იპოვეს. ყველამ კარგად დაინახა, რომ გამარჯვების მოპოვება გვინდოდა, თუმცა ჩვენს მოქმედებაში ზედმეტი სისწრაფე შეინიშნებოდა. ძალიან ხშირად ვკარგავდით ბურთს. მეტოქის ნახევარზე, ასე თამაში დაუშვებელია. მთლიანობაში ჩვენ კარგი მონდომება ვჩვენეთ და პოზიტიურ განწყობაზე უნდა დავრჩეთ. ფეხბურთში აუცილებელია მუდამ წინ იყურო, თუნდაც იმ შემთხვევაში თუ შენი დღევანდელი თამაში არ შედგება. საათის მეოთხედი კარგად ვითამაშეთ, ხოლო ყველაფერი რაც ამის შემდეგ მოხდა, აუცილებელია, რომ გაანალიზებული იყოს."

ერიკ ტენ ჰაგი (აიაქსის მთავარი მწვრთნელი) -"ჩემს გუნდს ვერ ვცნობდი. მიუნხენიდან ერთი ქულის წაღება, ასე უბრალოდ არ ხდება. მიღწეული შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. კიდევ უფრო კმაყოფილი ვარ, ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხით, ეს რა თქმა უნდა, პირველ 10 წუთს არ ეხება. მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ თამაშში კარგად შევედით, ბურთს შესანიშნავად ვათამაშებდით და გუნდური ასპარეზობის უმაღლესი კლასი ვაჩვენეთ. ბურთს კარგად ვფოლბდით, მის გარეშე კი ბრწყინვალედ ვიცავდით თავს."
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.