» » ბავარიელებს წარმატებულ ბილიკზე დაბრუნება სურთ

ბავარიელებს წარმატებულ ბილიკზე დაბრუნება სურთ

5-10-2018, 21:43 dachi8 სიახლეები 0

ბავარიელებს წარმატებულ ბილიკზე დაბრუნება სურთ
„აიაქსთან“ ჩატარებული მატჩიდან 2 დღის შემდეგ, „ბავარიელებმა“ ხუთშაბათს დილით ბუნდესლიგის მატჩისათვის მზადდება დაიწყეს. რეკორდმაისტერი შაბათს საღამოს 20:30 საათზე „ალიანც არენაზე“ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ შეხვდება.


ვარჯიშის დაწყებამდე ნიკო კოვაჩი მოედანზე მყოფ 14 მინდვრის ფეხბურთელსა და 3 გოლკიპერს მიესალმა. ცენტრალურმა მცველმა მათს ჰუმელსმა, რომელმაც „აიაქსთან“ მატჩის მიმდინარეობისას თავის ტრავმა მიიღო, მწვრთნელისგან დასვენების ნებართვა აიღო. ჰუმელსის შაბათის მატჩში მონაწილეობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

დავიდ ალაბაც ხუთშაბათს არ გამოსულა სავარჯიშოდ. მარცხენა მცველი სავარჯიშო ცენტრში ინდივიდუალურ ვარჯიშებს ასრულებდა.

რაფინია კი გამოჯანრთელების პროცესშია. მოსალოდნელია, რომ ნაკრების თამაშების პაუზის შემდგომ ბრაზილიელი 100%-ით მზად იქნება.

3 მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ „ბავარიელებს“ გადაწყვეტილი აქვთ რომ შაბათს წარმატების ბილიკს დაუბრუნდნენ. „მთლიანობაში 2 ქულა 3 მატჩში ეს ძალიან ცოტაა. მაგრამ იღბალი დაგვიბრუნდება“. - დარწმუნებულია რეკორდმაისტერის კაპიტანი მანუელ ნოიერი.

„ჩვენ უკვე 3 მატჩია არ გაგვიმარჯვია და ახლა მთავარზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ჩვენ კვლავ ის სახე უნდა ვანახოთ, რომელსაც პირველ 7 თამაშში ვდემონსტრირებდით“, - განაცხადა ნიკო კოვაჩმა.

გლადბახელები თავის ძალებში დარწმუნებულნი არიან

მეტოქე მიონხენგლადბახიდან მოახლოებულ თამაშს თავის ძალებში დარწმუნებული ხვდება. „თითოეულ მატჩს გამარჯვების მიზნით ვატარებთ. სატურნირო ცხრილის მიუხედავად ამ მატჩშიც გამარჯვება გვწადია“, - განაცხადა გლადბახის სპორტულმა დირეტორმა ინტერვიუში მაქს ებერლმა. მთავარი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი კი თავის გუნდს აფრთხილებს რომ ილუზიის ტყვეობაში არ მოექცნენ „ბავარიის“ ბოლო მატჩების გათვალისწინებით და მოახლოებულ თამაშს „წლის ურთულეს ამოცანას“ უწოდებს. „ამ გუნდს ყველაფრის ძალიან მარტივად გამოსწორება შეუძლია“, - თქვა 54 წლის სპეციალისტმა, რომელიც მიუნხენში რაფაელის, იოსიპ დრმიჩის და იორდან ბაიერის გარეშე გაემგზავრა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.