» » SZ : ჰიონესი ნიკო კოვაჩს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

SZ : ჰიონესი ნიკო კოვაჩს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

8-10-2018, 15:22 -ss- სიახლეები 0

SZ : ჰიონესი ნიკო კოვაჩს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელმა ული ჰიონესმა, უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს კლუბი ნიკო კოვაჩის დათხოვნას გეგმავს. მიუხედავად არასახარბიელო შედეგებისა, ული ჰიონესი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ახალგაზრდა ხორვატ სპეციალისტს და მისი მისამართით შემდეგ კომენტარს აკეთებს.


"კოვაჩს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. ის არ იქნება განთავისუფლებული, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებს დადებს გუნდი მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში."-ციტირებს გამოცემა Suddeutsche Zeitung-ი ული ჰიონესის სიტყვებს.

ბავარიელთა წარუმატებელი ასპარეზობის მორიგი გამოვლინება, ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში დაფიქსირდა. "ბავარიამ" მშობლიურ არენაზე მიონხეგლადბახის "ბორუსიას" უმასპინძლა და დიდი ანგარიშითაც დამარცხდა (0-3). ამ და სხვა საკითხებზე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ნიკო კოვაჩმაც.

"ვიცი ეს ყველაფერი როგორ მუშაობს. ხმებს უცხო ადამიანები ავრცელებენ. ატმოსფერო შესანიშნავია. რა თქმა უნდა, ისინი ვინც ვერ თამაშობენ უკმაყოფილოებიც არიან. ჩვენ არ ვხარობთ, როდესაც ვერ ვიგებთ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მომენტია."

"ხამესმა უნდა მიიღოს ყველაფერი ისე, როგორც არის. ჩვენ ბევრი ტოპ-მოთამაშე გვყავს. ყოველთვის იქნება, თამაშები როდესაც ესა თუ ის ფეხბურთელი მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ხამესი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მან ეს არაერთხელ დაამტკიცა. მაგრამ მე არ შემიძლია ერთდროულად 12 ფეხბურთელი შევუშვა მოედანზე. ის თამაშობს ზუსტად იმავე სიხშირით, როგორც სხვები."

"პირველ მატჩებში, როტაციას წარმატებით ვიყენებდით. ჩვენ დასვენებული ფეხბურთელების გამოყენება გვმართებს. სამი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, ხოლო შეხვედრები კი სამ დღეში ერთხელ არის ჩასატარებელი."

"გუშინ წავიკითხე მასალა, სადაც ეწერა, რომ თითქოს ჩვენ ძალიან ცოტას ვარჯიშობთ, ეს უბრალოდ სასაცილოა. როდესაც კვირაში სამ შეხვედრას მართავ, რა თქმა უნდა, ვარჯიშებიც შედარებით მცირე დატვირთვებით ჩაივლის. ასეთ დროს ჩვენ ვიხილავთ, გარკვეულ გადაადგილებებს. ახლა კრიზისზე საუბარი უადგილოა. მოცემულ მომენტში ჩვენ უბრალოდ გვაქვს პერიოდი, როდესაც ყველაფერი ისე არ ლაგდება, როგორც გვსურს. ასეთი პერიოდი ყველა გუნდს აქვს"-აღნიშნა ნიკო კოვაჩმა

წყარო 2
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.