» » ტიაგო ზიდანზე აგორებულ ჭორებს გამოეხმაურა

ტიაგო ზიდანზე აგორებულ ჭორებს გამოეხმაურა

12-ოქტ-2018, 22:03
0282
„ბავარიის“ ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა ზინედინ ზიდანის რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელის შესაძლო დანიშვნაზე აგორებულ ჭორებს გამოეხმაურა.


„ეს მხოლოდ ჭორებია. საბედნიეროდ „ბავარიაში“ ბევრი ვეტერანია და ჩვენ ვიცით, თუ როგორ გავუმკლავდეთ ამჟამინდელ სიტუაციას. ჩვენ იმისათვის ვცდილობთ და ვმუშაობთ, რათა ამჟამინდელი მდგომარეობა გამოვასწოროთ და წინ დავიძრათ“.

„კლუბის მომავალთან დაკავშირებული სპეკულაციები არაფრად არ ღირს. საკმაოდ კარგად დავიწყეთ სეზონი. საერთაშორისო შესვენების შემდეგ გუნდი ცოტათი დაიღალა და ნიუანსებისა და მწვრთნელის რეკომენდაციების გამოტოვება დავიწყეთ. მოედანზე საჭირო შედეგის მისაღწევად გამოვდივართ, მაგრამ 10 წუთის შემდეგ შემდეგი აზრები მოგვდის „ეშმაკმა დალახვროს, ოღონდ კვლავ არა“, და ამის შემდეგ ყველაფერი ცუდად მიდის“.

„პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია ბევრი ვითამაშო, ვიდრე ტიტულების მოგება, რაგან მას შემდეგ რაც ტიტულებს მოიგებ, ყოველთვის ეკითხები შენს თავს: „როგორია ჩემი დამსახურება“? - განაცხადა ესპანელმა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..