» » ბავარია ჯენოას პოლონელი ფორვარდით დაინტერესდა

ბავარია ჯენოას პოლონელი ფორვარდით დაინტერესდა

12-ოქტ-2018, 23:01
0321
როგორც Calciomercato იუწყება „ბავარიის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი „ჯენოას“ თავდამსხმელის კშიშტოფ პიატეკის დიდ თაუვანისმცემლად გვევლინება და სურვილი აქვს, რომ ის პოლონელი ფორვარდის რობერტ ლევადოვსკის მემკვიდრე გახდეს „ბავარიაში“.

„ჯენოა“ პოლონელ თავდამსხმელს 30-35 მილიონ ევროდ აფასებს.

• La Gazzetta dello Sport იუწყება, რომ კშიშტოფ პიატეკისთვის ბრძოლაში ისეთი გუნდები არიან ჩაბმულნი, როგორებიც „ბავარია“, „იუვენტუსი“, მადრიდის „რეალი“, „ჩელსი“ და „ნაპოლია“. „ჯენოა“-ს არ სურს ფეხბურთელთან განშორება, მაგრამ იტალიურ კლუბს შესაძლოა 40 მილიონმა ევრომ მოხიბლოს და იანვარში მისი გაყიდვა გადაწყვიტოს, სეზონის ბოლომდე არენდით დატოვების უფლებით.

23 წლის პოლონელი ფორვარდი პოლონური „ლეხიას“ აღზრდილია და „ჯენოაში“ ის „კრაკოვიადან“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა, მისი დებიუტი კლუბში იტალიის სათასო მატჩში შედგა, სადაც ოთხივე გოლი მან გაიტანა.

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..