» » კომენტარები: ვოლფსბურგი 1 : 3 ბაიერნი

კომენტარები: ვოლფსბურგი 1 : 3 ბაიერნი

20-ოქტ-2018, 22:50
0282
საქმეებმა კვლავ წინ წაიწია! „ვოლფსბურგთან“ გამარჯვების შემდეგ (3:1) „ბავარიელები“ კვლავ წარმატების გზას დაუბრუნდნენ. რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა, კიდევ ერთი გოლი კი ხამესის ანგარიშზეა. ნიკო კოვაჩი კმაყოფილი დარჩა ნანახით, რაც მატჩის შემდგომ კომენტარებში გამოხატა.


მატჩის შემდგომი კომენტარები:

ნიკო კოვაჩი: „ვულოცავ გუნდს. მოწინააღმდეგე დიდი ზეწოლის ქვეშ გვყავდა. გვსურდა, რომ თითოეული 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე დახარჯულიყო და კლუბისთვის ყველა ძალა გაეღო. გუნდმა ეს უბრალოდ შესანიშნავად გააკეთა. გამარჯვება და ანგარიში სრულიად დამსახურებულია“.

იოშუა კიმიხი: „ვთვლი, რომ ეს კარგი ნიშანია, როდესაც კლუბი თავის ფეხბურთელებს ასე იცავს და მხარს უჭერს. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ერთად ვდგავართ და ერთმანეთს ვიცავთ“.

კუნ კასტელსი (ვოლფსბურგის მეკარე): „გაშვებული გოლები რაღაც დოზით ჩვენ თვითონვე შევქმენით. როდესაც „ბავარიისგან“ ასეთ გოლებს უშვებ, მაშინ, რა თქმა უნდა, თამაში შემდეგ ძალიან რთულია. ყველა ძალა გავიღეთ და საბოლოოდ ერთი გოლის გატანა შევძელით, მაგრამ შემდგომ მესამე გოლიც მივიღეთ კარში“.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..