» » ციფრები და ფაქტები აეკთან მატჩის წინ

ციფრები და ფაქტები აეკთან მატჩის წინ

23-10-2018, 17:11
048
„ბავარიისთვის“ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის სეზონი 22-ე გახდა, მაგრამ ზოგი რამ პირველად მოხდება: კერძოდ, ეს „აეკთან“ მატჩს ეხება. ამასთან, ბოლო დუელი ბერძნულ კლუბთან არც ისე შორს იყო. 3 წლის წინ, „ბავარიამ“ 2-ჯერ დამაჯერებლად მოუგო „ოლიმპიაკოსს“ ჯგუფურ ეტაპზე: 3:0 სტუმრად და 4:0 „ალიანც არენაზე“. გოლეადორი იმ მატჩში თომას მიულერი გახლდათ, რომელმაც თავის ანგარიშზე 3 გოლი მიითვალა. fcbayern.com მატჩისთვის ციფრებს და ფაქტებს გვთავაზობს.


დაუმარცხებლები ბერძნული კლუბების წინააღმდეგ

ევროთასების ფარგლებში „ბავარია“ მეცხრედ ითამაშებს ბერძნული კლუბის წინააღმდეგ. წინა დაპირისპირებებში რეკორდმაისტერმა არც ერთი დამარცხება არ იწვნია. საერთო ანგარიში - 27:3 მიუნხენელების სასარგებლოდ. 2 ფრე უეფას თასის 1983/84 წლებში „პაოკის“ წინააღმდეგ განიცადეს. მაშინ რეკორდმაისტერმა წინ გზა პენალტების სერიით განვლო. ბოლო 6 თამაშში ბერძნულ კლუბებთან „ბავარიას“ არც ერთი გოლი არ მიუღია თავის კარში.


„ბავარიელები“ წარმატებით თამაშობენ გასვლით მატჩებში

ბოლო დროს „ბავარიელები“ ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გასვლით მატჩებში წარმატებით თამაშობენ: რეკორდმაისტერმა 5 მოგება იზეიმა ბოლო 6 თამაშში. მხოლოდ წინა სეზონში ნახევარფინალში „რეალთან“ საპასუხო მატჩში „ბავარიამ“ ფრე ითამაშა 2:2. ბოლოს მსგავსი სერია „ბავარიას“ 2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის აპრილამდე გამოუვიდათ - მაშინ მიუნხენელებმა საკლუბო რეკორდი დაამყარეს, სადაც 10 თამაში მოიგეს ზედიზედ გასვლით მატჩებში. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 გასვლით მატჩში როგორც მინიმუმი „ბავარიელები“ როგორც მინიმუმი 2 გოლს მაინც იტანდნენ. ბოლოს ამგვარი რამ 2009 წლის დეკემბრიდან 2010 წლის ნოემბრამდე იყო (მაშინ 7 გასვლით მატჩში ზედიზედ).


ძმები კოვაჩები კარგად იცნობენ „აეკს“

„ბავარიის“ სამწვრთნელო შტაბმა თავისი აქტიური კარიერის განმავლობაში კარგად მოახერხეს „აეკთან“ გაცნობა. 2007/08 სეზონში ნიკო კოვაჩმა „რედ ბულ“ ზალცბურგის შემადგენლობაში ვერ მოახერხა ბერძნებს გასცლოდა უეფას თასის პირველ რაუნდში. რობერტ კოვაჩი 2000/01 სეზონში ასევე შეხვდა „აეკს“ უეფას თასის ფარგლებში.


მსაჯი ბელორუსიიდანაა

მატჩს ბელორუსი მსაჯი ალექსეი კულბაკოვი მოემსახურება. 38 წლის რეფერი ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 5 წელია მუშაობს და ერთხელ უკვე მონაწილეობა მიიღო რეკორდმაისტერის თამაშში: 2015 წლის 29 სექტემბერს კულბაკოვმა „ბავარია“ – ზაგრების „დინამოს“ მატჩი განსაჯა, რომელიც რეკორდმაისტერის მოგებით დასრულდა 5:0. რობერტ ლევანდოვსკიმ მაშინ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..