» » კომენტარები : "აეკი" 0- 2 "ბაიერნი"

კომენტარები : "აეკი" 0- 2 "ბაიერნი"

24-10-2018, 11:08 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0 39

ათენის "აეკთან", უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით გამართულ მატჩში, მიუნხენის "ბაიერნმა" დამაჯერებელი ანგარიშით შეძლო გამარჯვების მოპოვება (0-2), რის შედეგადაც შეიქმნა ხელსაყრელი პირობები იმისათვის, რომ გერმანულმა გრანდმა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/8 ფინალში იასპარეზოს. როგორც მოსალოდნელი იყო, ბავარიელებისათვის ეს შეხვედრა ადვილი გასეირნება არ აღმოჩნდა და მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლეს ნიკო კოვაჩის შეგირდებმა, ბერძნების წინააღმდეგობის გარღვევა. წარმოგიდგენთ მატჩის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.


ნიკო კოვაჩი - "ჩვენ ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. მოწინააღმდეგე გუნდზე ვდომინირებდით. ათენში არ შეიძლება ასე უბრალოდ ადგე და მოიგო 4:0 ან 5:0. პირველ ტაიმში საკუთარი მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. მთლიანობაში კი მოპოვებული გამარჯვება სრულებით დამსახურებულია, ჩვენ კარგი თამაში ვაჩვენეთ. მეტოქე დაცვიდან მოქმედებდა და ძალიან კომპაქტურად იყო განლაგებული. ასეთ შეხვედრებში რთულია მოძებნო თავისუფალი ზონები, მეორე ტაიმში იყო 5-10 წუთიანი მონაკვეთი, როდესაც გარკვეული შეფერხება გვქონდა, თუმცა ამის მერე კვლავ კარგად ავთამაშდით. გასვლით შეხვედრაში გოლების გატანა უმნიშვნელოვანესია. მე კმაყოფილი ვარ! სხვა გუნდებსაც არ ელით აქ ადვილი გასეირნება. დღეს მე ბევრი კარგი რამ დავინახე."

არიენ რობენი -"სათამაშო პირობები რთული იყო, თუმცა ეს არ შეიძლება გასამართლებელ არგუმენტად მოვიშველიოთ. პირველ ტაიმში ჩვენ კარგად ვთამაშობდით, მაგრამ საკუთარი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ არ გვყოფნიდა ე.წ "ბოლო პასი". 0-0 ანგარიშზე სიტუაცია ძალიან სახიფათო იყო. მწვრთნელმა გვითხრა, რომ მეტოქე დაიღლებოდა, ასეც მოხდა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში იყო მონაკვეთი, როდესაც კარგად არ გამოვიყურებოდით. 1-0 -ის შემდეგ კი გარღვევა მოვახერხეთ. პირველმა გატანილმა გოლმა, ბევრი რამ გაგვიადვილა. ამის შემდეგ საჭირო იყო არ შეგვესუსტებინა ზეწოლა და გაგვეტანა მეორე გოლიც. ჩვენ ზუსტად ეს გავაკეთეთ."

რაფინია -"ჩვენ კარგად დავიწყეთ, თუმცა მოედნის მდგომარეობიდან გამომდინარე, საწყის ეტაპზე თამაში ზედმეტად ნელი იყო. ღვთის წყალობით გოლის გატანა შევძელით. ბოლოს და ბოლოს მთავარია შედეგი. ჩვენ შეგვიძლია უკეთ თამაში და უკეთაც ვითამაშებთ. პირადად მე მოხარული ვარ, რომ ტრავმის შემდეგ კვლავ მომეცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა და საჭირო თავდაჯერებულობის მიღება მოვახერხე."
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..