» » ლევანდოვსკი: მიუნხენში თავს ბედნიერად ვგრძნობ!

ლევანდოვსკი: მიუნხენში თავს ბედნიერად ვგრძნობ!

25-ოქტ-2018, 12:53
0526
პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, საინფორაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისთვის გერმანიაში ასპარეზობა კომფორტულია. "ლევის" განცხადებით, მიუნხენში იგი თავს ბედნიერად გრძნობს და აკეთებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, რათა გუნდმა შემდგომ წარმატებებს მიაღწიოს.


"მიუნხენში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, აქ ბედნიერი ვარ. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ გუნდმა გამარჯვებას მიაღწიოს. კლუბის თითოეული ფეხბურთელი, სწორედ ამისკენ იღწვის. უკვე მივეჩვიე ვიყო წნეხის ქვეშ და ვითამაშო უმაღლეს დონეზე. ეს არის ის რასაც კლუბი ჩემგან ითხოვს და მეც ამას ვითხოვ საკუთარი თავისგან. დარწმუნებული ვარ შევძლებ გავუმკლავდე ამ ყველაფერს."-ციტირებს გამოცემა Bild-ი რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე საფეხბურთო სეზონში პოლონელმა ფორვარდმა მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით, ყველა ტურნირზე 11 გოლის გატანა და 2 შედეგიანი გადაცემის განხორციელება მოახერხა. განსაკუთრებული აღმოჩნდა ბუნდესლიგის უკანასკნელი ტური. "ვოლფსბურგთან" გამართულ მატჩში რობერტმა დუბლის და ერთი ასისტის გაფორმება შეძლო.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..