» » ხამესი ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს

ხამესი ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს

2-ნოე-2018, 16:15
0251
„ბავარიის“ კოლუმბიელ ნახევარმცველს ხამეს როდრიგესს, რომელიც მადრიდის "რეალიდან" მიუნხენში იჯარის წესითაა განათხოვრებული, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია თავის მომავალთან დაკავშირებით.

როგორც Goal.com იუწყება Sport Bild-ზე დაყრდნობით, კოლუმბიელი ფეხბურთელი უახლოეს მომავალში გერმანული კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს და აღნიშნულ სიტუაციას განიხილავს. ხამესი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ სურს „ბავარიაში“ დარჩენა.

იჯარის თანახმად, 2019 წლის ზაფხულში, გერმანულ კლუბს მისი გამოსყიდვა 42 მილიონ ევროდ შეეძლება.

ნახევარმცველისადმი ინტერესს ტურინის „იუვენტუსი“ იჩენს და ასევე ინგლისის პრემიერ-ლიგის რამოდენიმე კლუბი. „ბებერი სინიორას“ რიგებში გადასვლაში მისი აგენტი ჟორჟე მენდეში დაეხმარება, რომელმაც ამ ზაფხულს 2 ფეხბურთელის - ჟოაუ კონსელუსა და კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი გაჩარხა იტალიური კლუბისთვის იუწყება წყარო.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..